დორეთკარის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

14:16, 12 თებერვალი 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

დორეთკარის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ დორეთკარის მიდამოებსა და ქარჩოხის ხეობის გამყოფ ქედზე, ალპურ ზონაში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.

წმინდა გიორგის კომპლექსისათვის ულამაზესი ადგილი შეურჩევიათ. აქედან კარგად ჩანს მყინვარწვერი, ლომისის ხატი, ქარჩოხის და ბევრი სხვა ციხე თუ კოშკი. მთელი კომპლექსი ნაშენია ადგილობრივი ქვით, რომელსაც მეტ-ნაკლებად მიცემული აქვს სწორკუთხოვნება. შემორჩა კირის დუღაბი. ძეგლი იმდენად დაზიანებულია, რომ ძნელდება მისი სრულყოფილი აღწერა. ნაგებობათა კედლები 3 მეტრამდეა შემორჩენილი. კომპლექსის ცენტრალურ ნაგებობას მცირე დარბაზული ეკლესია წარმოადგანს. მისი აბსიდი უხეში ქვის კვალობაზე კოხტად არის ამოყვანილი. კედლები სქელია. შემორჩა სამხრეთი შესასვლელი და აღმოსავლეთი სარკმლის ქვედა ნაწილი. ეკლესიის გარშემოსავლელი გვიანი უნდა იყოს. კომპლექსის ყველა ნაგებობა მჭიდროდაა შეჯგუფული ეკლესიის გარშემო. მათგან ჩრდილო-აღმოსავლეთით 10-15 მეტრის მოშორებით წარმოდგენილია სუბსტრუქცია — გალავანი.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 61