შინაარსზე გადასვლა

ახმაჯის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
04:51, 9 აპრილი 2022-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.8.7)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ახმაჯის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

სოფლიდან დასავლეთით 1 კმ-ში, მთაში დგას მრგვალი კოშკი, ფლეთილი და რიყის ქვით ნაგები. აღმოსავლეთი კედელი მთლიანად ჩამონგრეულია. ჩრდილოეთი კედელი შემორჩენილია სამი სართულის დონეზე, კედლის მესამე სართულზე ორი თაღოვანი სათოფური და ერთი თაღოვანი სარკმელია. კოშკი დანგრეულია აფეთქების შედეგად. გეგმის აზომვა არ ხერხდება.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 25

რესურსები ინტერნეტში

  • ახმაჯის კოშკი — საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი