მარინე უთმელიძე
მარიამ (მარინე) უთმელიძე (დ. 20 მაისი, 1921, თბილისი — გ. 2 ივნისი, 2007) — ქართველი მთამსვლელი და გეოგრაფი. სსრკ სპორტის ოსტატი (1956), სსრკ ტურიზმის წარჩინებული მოღვაწე (1966). საქართველოს სსრ დამსახურებული პედაგოგი (1981).
მარინე უთმელიძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted მარინე უთმელიძე | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
პროფესია | გეოგრაფია |
საქმიანობა | ალპინიზმი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბიოგრაფია
მარინე უთმელიძემ 1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაპყრობილი აქვს მყინვარწვერი, თეთნულდი, ასმაში, გისტოლა, სვეტღარი, ლეხზირი, შხელდა, ყურო, დომბაიულგენი, მარუხი და სხვა მწვერვალები. მყინვარწვერი 9-ჯერ აქვს დალაშქრული. ბევრ მწვერვალზე ასვლას თვითონ ხელმძღვანელობდა.
1952 წელს თ. ტატიშვილთან, ს. ცაიშვილსა და ჯ. მეძმარიაშვილთან ერთად განახორციელა უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი; 1949-1988 წლებში მუშაობდა პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკის სასახლის ტურიზმისა და ალპინიზმის კაბინეტში (1957-1966 წლებში — გამგე). 1966-2000 წლებში ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერების რედაქციაში.
მარინე უთმელიძე მსოფლიოში პირველი ქალია, რომელმაც უშბის ორივე მწვერვალის ტრავერსი განახორციელა (1952).[1]
მარინე უთმელიძე იყო ალიოშა ჯაფარიძის სახელობის საქართველოს ალპური კლუბის საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1946-1963), ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს სამარშრუტო-საკვალიფიკაციო კომისიის თავმჯდომარე (1952-1999), მთამსვლელობისა და ტურიზმის უფროსი ინსტრუქტორი, რესპუბლიკური კატეგორიის მსაჯი ტურიზმსა და ალპინიზმში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
2000 წელს მარინე უთმელიძე დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: პალიტრა L, 2013. — გვ. 281. 375 გვ.
პერიოდიკა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- გვარჯალაძე, ლილი., „ბატონი საკუთარი ნებისა“ // „ლელო“, 14 მარტი, 1982, № 50 (7111), გვ. 2.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ჯაფარიძე, ივანე. (23 ივნისი, 2018) ჩვენი საგანძური — „მწვერვალების ამორძალი“ — მარინე უთმელიძე 95. 1tv.ge. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2022
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted