ზვარეთის წმინდა გიორგის ეკლესია
ზვარეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
დარბაზული ეკლესია გეგმით კვადრატს უახლოვდება, აღმოსავლეთით ნახევარ-წრიული აბსიდით. აბსიდის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ძირში ტრაპეზის ქვაა. აბსიდის ჩრდილოეთით თაღოვანი და შეისრული ნიშებია, სამხრეთით კი თაღოვანი. კონქი ამოყვანილია აგურის რადიალური რიგებით, რო-მელიც შემდეგ შელესილია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხე-ვლის წინ ხის კანკელი და ერთსაფეხურიანი სოლეაა. კანკელი მოხატულია ფრე-სკებით.
ეკლესიის კამარა ნახევარცილინდრული ფორმისაა, რომლის საბრჯენი თაღი პილასტრების მარტივად პროფილირებულ კაპიტელებს ეყრდნობა. ინტერიერი მთლიანად შელესილია. ეკლესიის დარბაზი ნათდება ოთხივე კედელში განლაგე-ბული თაღოვანი სარკმლებით. ამათგან ჩრდილოეთისა ამჟამად ამოქოლილია. არქიტრავული შესასვლელი სამხრეთიდანაა. იატაკი მოგებულია ქართული აგურ-ით.
ეკლესიის ფასადები შელესილია. ერთადერთ მორთულობას აღმოსავლეთის სარ-კმლის თავზე ამოკვეთილი დიდი ჯვარი წარმოადგენს.
ეკლესიას სამმაგი აგურის კარნიზი აქვს.
ძეგლს გარშემო რიყის ქვით ნაშენი გალავანი შემოუყვება.
ეკლესიის ნალესობა მრავალ ადგილას ჩამოცვენილია. კედლები დაბზარულია. კანკელი დაზიანებულია.
ლიტერატურა
- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 110