შინაარსზე გადასვლა

ზონკარის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:35, 20 მაისი 2018-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ზონკარის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ზონკარში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი ნაგებია ფლეთილი და რიყის ქვით, დუღაბზე. მას ზურგი სამხრეთით აქვს. თითქმის მთლიანად არის შემორჩენილი სამხრეთი კედლის დიდი ნაწილი, ზედა სართულზე კი სარკმელია. ნაგებობის გადახურვა ორქანობიანი ყოფილა. კოშკი ექვსსართულიანი უნდა ყოფილიყო. პირველი სართული მთლიანად მიწითაა ამოვსებული. ჩრდილო-დასავლეთი კედლები მთლიანად დანგრეულია.

ლიტერატურა

  • შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 117-118