შინაარსზე გადასვლა

აგიტპუნქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:09, 1 აგვისტო 2018-ის ვერსია, imported>Otogi
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

აგიტპუნქტი — პოლიტსაგანმანათლებლო დაწესებულება.

აგიტპუნქტები შეიქმნა ქალაქებსა და რკინიგზის სადგურებთან რსფსრ მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოს 1919 წლის 13 მაისის დადგენილებით, როგორც მასობრივ-პოლიტიკური მუშაობის ცენტრები. აგიტპუნქტების ამოცანა იყო წითელარმიელთა და მშრომელთა მობილიზება საბჭოთა ხელისუფლების დასაცავად, მათი დარაზმვა კომუნისტური პარტიის გარშემო. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პირველი არჩევნების შემდეგ (1937) აგიტპუნქტები გადაიქცა პოლიტიკური მუშაობის ცენტრად მშრომელთა დეპუტატების საბჭოებისა და სახალხო სასამართლოების არჩევნების დროსაც. აგიტპუნქტებში კითხულობდნენ ლექცია-მოხსენებებს, ამომრჩევლები ხვდებოდნენ დეპუტატობის კანდიდატებს, ტარდებოდა სხვა მასობრივ-პოლიტიკური ღონისძიებები. აგიტპუნქტთან ერთად გაიზარდა ამომრჩეველთა კლუბების როლი და მნიშვნელობა.

ლიტერატურა