გიორგი თავაძე (ფეხბურთელი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted გიორგი თავაძე (დ. 21 ივნისი, 1955, ლანჩხუთი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და მცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1981).[1][2][3]
ბიოგრაფია
დაიბადა 1955 წლის 21 ივნისს ლანჩხუთში. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1966 წელს ლანჩხუთში მწვრთნელების ტ. ახვლედიანისა და დ. ჯეჯელავას ხელმძღვანელობით.
თამაშობდა ლანჩხუთის „გურიაში“, თბილისის „დინამოში“ და ქუთაისის „ტორპედოში“.[4]
თბილისის „დინამოს“ ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა 1979 წლის 25 ნოემბერს.[5][6][7]
საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 76 მატჩი (4 გოლი).[8]
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1981) და ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში (1981).[9][10][11]
1997–1998 წლებში იყო ლანჩხუთის „გურიას“ მთავარი მწვრთნელი.
2011 წლის 17 მაისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, თბილისის „დინამოს“ მიერ თასების მფლობელთა თასის მოპოვების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1981 წლის თბილისის „დინამოს“ სრულ შემადგენლობასა და სამწვრთნელო შტაბთან ერთად — გიორგი თავაძეს საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.[12]
მიღწევები
საკლუბო
- ბრინჯაოს პრიზიორი: 1981
- თასის მფლობელი: 1981
ინდივიდუალური
- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი: 1981
- 33 საუკეთესო
- № 3: 1981
ლიტერატურა
<templatestyles src="თარგი:Refbegin/styles.css" />
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—80 : ცნობარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1980. — გვ. 33. 127 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—81 : ცნობარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1981. — გვ. 27. 119 გვ.
- აკოფოვი, გ.; კაკაბაძე, მ., ფეხბურთი—82 : ცნობარი, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1982. — გვ. 20. 159 გვ.
რესურსები ინტერნეტში
- გიორგი თავაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი თავაძე — ბიოგრაფიული ლექსიკონი
- გიორგი თავაძე — ქართული სპორტი
სქოლიო
- ↑ გიორგი თავაძე // dinamo-tbilisi.ru
- ↑ გიორგი თავაძე // dinamo-tbilisi.ru
- ↑ Тавадзе Георгий Григорьевич // footballfacts.ru
- ↑ Giorgi Tavadze // worldfootball.net
- ↑ ირემაძე, ბ., მხარი კარგად აუბეს... // „ლელო“, 27.11.1979, № 226 (6537), გვ. 3.
- ↑ «Динамо» Тбилиси 3–1 ЦСКА Москва / fc-dynamo.ru
- ↑ «Динамо» Тбилиси 3–1 ЦСКА Москва / footballfacts.ru
- ↑ Тавадзе Георгий Григорьевич. Игры // footballfacts.ru
- ↑ გიორგი თავაძე იუბილარია // fcdinamo.ge
- ↑ გიორგი თავაძე იუბილარია // fcdinamo.ge
- ↑ Тавадзе Георгий Григорьевич // klisf.net
- ↑ თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭათ
- ↑ "Шахтер" (Донецк) 2–1 "Динамо" (Тб.) / Финал Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted // fc-dynamo.ru
- ↑ Shakhtyor Donetsk 2–1 Dinamo Tbilisi / Soviet Union Cup 1980
- ↑ Сбылось и не сбылось // "Футбол-Хоккей"
- ↑ Кубковые вершины "Шахтера". Год 1980-й
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- თარგი წიგნი/გვერდები
- თარგი წიგნი/გვერდნი
- დაბადებული 21 ივნისი
- დაბადებული 1955
- თავაძეები
- ქართველი ფეხბურთელები
- საბჭოთა ფეხბურთელები
- ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელები
- ქართველი ფეხბურთის მწვრთნელები
- ლანჩხუთის გურიას მწვრთნელები
- საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატები
- საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები