თემურ წიკლაური
თემურ წიკლაური | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თემურ წიკლაური | |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრ(ებ)ი | საესტრადო მუსიკა |
საქმიანობა | მუსიკოსი, მსახიობი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
თეიმურაზ (თემურ) წიკლაური (დ. 22 იანვარი, 1946, კოჯორი — გ. 1 თებერვალი, 2021, გორი[1]) — ქართველი საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1980), საქართველოს სახალხო არტისტი (1990) და თბილისის საპატიო მოქალაქე (2010).[2]
ბიოგრაფია
თემურ წიკლაური დაიბადა 1946 წელს კოჯორში. სწავლობდა კოჯრის საშუალო სკოლაში. 1972 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი.[3] 1967 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1967–1972 წლებში იყო ანსამბლ „ციცინათელას“ წევრი, 1972 წლიდან ანსამბლ „ივერიას“ სოლისტი. მისი რეპერტუარი მოიცავს ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებს, მათ შორის: ნოდარ გიგაურის „ჩემი თბილისი და ფიროსმანი“, გიორგი ცაბაძის „საქართველოს მანანებო“, ალექსანდრე ბასილაიას „იყიდება საქართველო“, ვაჟა აზარაშვილის „დინამო“, ალექსანდრე ბასილაიას მიუზიკლები: არწივი (1980, „ჩხიკვთა ქორწილი“), მეფე აიეტი (1983, „არგონავტები“), გერვასი (1986, „თოვლის ბებოს ზღაპარი“), ნიკო ფიროსმანი (1995, „ფიროსმანი“).[4]
თემურ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (1968), „ივერია, სიყვარული და…“(1974), „უმცროსი და“ (1977), „არგონავტები“ (1985).
2014 წლის 23 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნა.[5]
ჰყავდა მეუღლე ლილი ზღვაური და ორი შვილი — ვაჟი, გიორგი (გ. 1983) და ქალიშვილი ქეთევან წიკლაური.
გარდაიცვალა 2021 წლის 1 თებერვალს, COVID-19-ით გამოწვეული გართულებების შედეგად.[1] დაკრძალეს კოჯორში, ვაჟის[6], გიორგის გვერდით[7].
2022 წლის დასაწყისში, თბილისში, ადამ მიცკევიჩის 21 ნომერში მდებარე სკვერს მიენიჭა თემურ წიკლაურის სახელი,[8] ხოლო 2022 წლის 4 ოქტომბერს, გამოიცა ბიოგრაფიული წიგნი „ხმა ალია სულისა“, რომელიც მომღერლის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.[9]
ფილმოგრაფია
- 1969: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ (ნოდარი – ბელაფონტე) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1975: „სიყვარული, ივერია და…“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1977: „უმცროსი და“ რეჟ. ზაალ კაკაბაძე
- 1984: „ჩხიკვთა ქორწილი“ (სატელევიზიო ფილმი-ზღაპარი) რეჟისორები ევგენი გინზბურგი, ლეონიდ კოსტიუკი
- 1986: „არგონავტები“ (აიეტი) რეჟ. ევგენი გინზბურგი
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
ჯილდოები
- 1980: საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1990: საქართველოს სსრ სახალხო არტისტი
- 1997: ღირსების ორდენი
- 2010: თბილისის საპატიო მოქალაქე
ლიტერატურა
- ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 559
რესურსები ინტერნეტში
- თემურ წიკლაური — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- თემურ წიკლაური — ეროვნული ფილმოგრაფია
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- თემურ წიკლაურის ბლოგი
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ თბილისის საპატიო მოქალაქეები. თბილისის მერია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-23. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ თემურ წიკლაურის ბიოგრაფია. ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2018-08-01.
- ↑ თემურ წიკლაური. ბიოგრაფიული ლექსიკონი.
- ↑ ქართული სცენის „არწივს“ თემურ წიკლაურს ვარსკვლავი გაუხსნეს. Palitravideo.Ge (23 იანვარი, 2014).
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ თბილისში ერთ-ერთ სკვერს თემურ წიკლაურის სახელი მიენიჭა
- ↑ “ხმა ალია სულისა” – თემურ წიკლაურზე წიგნი გამოიცა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- დაბადებული 22 იანვარი
- დაბადებული 1946
- ქართველი მომღერლები
- ქართველი მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- თბილისის საპატიო მოქალაქეები (2010)
- COVID-19-ის პანდემიით გარდაცვლილები საქართველოში
- გარდაცვლილი 1 თებერვალი
- გარდაცვლილი 2021
- თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- წიკლაურები