შინაარსზე გადასვლა

ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:59, 12 ივლისი 2019-ის ვერსია, imported>Makenzis
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგა
Kategoria Superiore
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  ალბანეთი
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1930
კლუბ. რაოდენობა 10
ქვეითდება ალბანეთის პირველი დივიზიონი
საშინაო თასები ალბანეთის თასი
ალბანეთის სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა
უეფა-ს ევროპა ლიგა
მოქ. ჩემპიონი სკენდერბეუ (8-ჯერ) (2017-2018)
ყველაზე ტიტულოვანი ტირანა (24-ჯერ)
საიტი ოფიციალური
ესკიზის შექმნის შეცდომა: 2019-2020

ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგა (ალბ. Kategoria Superiore) — ალბანეთის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონი. ტარდება ალბანეთის ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით. ტურნირი ყველაზე მეტჯერ მოგებული აქვს „ტირანას“ (24-ჯერ).

ალბანეთის საფეხბურთო სუპერლიგის პირველი გათამაშება ჩატარდა 1930 წელს, თუმცა 2012 წელს ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს არქივები, რომელთა შესწავლითაც დაადგინეს, რომ პირველი ფართომასშტაბიანი საფეხბურთო ჩემპიონატი ალბანეთში ჩატარდა ჯერ კიდევ 1911 წელს, როდესაც ალბანეთი ოსმანეთის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა. ტურნირი ჩატარდა ფიერიში და მასში არა პროფესიონალური გუნდები, არამედ სხვადასხვა ალბანური ქალაქების სამოყვარულო დონის მოთამაშეებისგან შემდგარი დელეგაციები მონაწილეობდნენ. ამ მოთამაშეებს შორის იყო 68 წლის ზუბერ ჰალული, რომელიც შემდგომში ტირანას მერი გახდა. მიუხედავად ამისა, იმის გამო, რომ მაშინ ალბანეთის ფეხბურთის ასოციაცია არ არსებობდა და ჩემპიონატი მისი ორგანიზებით არ ჩატარებულა, იგი ამ ტურნირს არ აღიარებს.

ალბანეთის საფეხბურთო ჩემპიონატების სისტემა დაარსდა 1930 წელს და იმართება ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ. ალბანეთის სუპერლიგა არის ქვეყნის უმაღლესი საფეხბურთო დივიზიონი. ტურნირში მონაწილეობს 10 გუნდი. თითო გუნდი სეზონის განმავლობაში 36 მატჩს თამაშობს.

შედეგები

[1][2][3]

Notes:

  • From 1958 to 1991, KF Tirana and KS Elbasani were named respectively 17 Nëntori Tirana and Labinoti Elbasani.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted