შინაარსზე გადასვლა

არიფ ალვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
01:52, 7 დეკემბერი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
არიფ ალვი
არიფ ალვი
პაკისტანის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა9 სექტემბერი, 2018
წინამორბედიმამნუნ ჰუსეინი

დაბადებული29 ივლისი, 1949 (1949-07-29) (75 წლის)
კარაჩი, პაკისტანი
პოლიტიკური პარტიამოძრაობა სამართლიანობისათვის
მეუღლესამინა ალვი
შვილები4
განათლებამიჩიგანის უნივერსიტეტი

არიფ ალვი (დ. 29 ივლისი,1949, კარაჩი) — პაკისტანელი სახელმწიფო მოღვაწე, პოლიტიკოსი. პაკისტანის პრეზიდენტი 2018 წლის 9 სექტემბრიდან.

ბიოგრაფია

დაიბადა 1949 წლის 29 ივლისს[1][2][3][4]. არის ინფორმაცია, რომ მისი დაბადების თარიღია 1949 წლის აგვისტო[5], ასევე გვხვდება წყაროები, რომლებიც მის დაბადების წლად მიუთითებენ 1947 წელსაც[6][7].

მისი მამა ჰაბიბ-ურ-რეჰმან ელახი ალვი მუშაობდა დანტისტად ბრიტანეთის ინდოეთში, რომელიც ქვეყნის გაყოფის შემდეგ[5] გადავიდა კარაჩში და გახსნა სტომატოლოგიური კლინიკა[6]. ჰაბიბ-ურ-რეჰმან ელახი ალვი იყო პარტია ჯამაათ-ი-ისლამის წევრი[3]. არიფ ალვის მამა იყო ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარლალ ნერუს პირადი დანტისტი[5][8].

კარაჩიში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ[9] არიფ ალვი 1967 წელს გაემგზავრა ლაჰორში უმაღლესი განათლების მისაღებად[3]. კოლეჯის დასრულების შემდეგ მიიღო სტომატოლოგიური ქირურგიის ბაკალავრის ხარისხი. 1975 წელს დაასრულა მიჩიგანის უნივერსიტეტი და გახდა კბილის პროტეზირების მაგისტრი[10]. 1984 წელს მიიღო ორთოდონტიულ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი[11]. დაბრუნდა პაკისტანში და დაიწყო სტომატოლოგად მუშაობა, ხოლო შემდეგ გახსნა საკუთარი სტომატოლოგიური კლინიკა Alvi Dental Hospital[9]. იგი დაოჯახებულია სამინე ალვიზე, რომელთანაც ჰყავს ოთხი შვილი[12].

პოლიტიკური კარიერა

არიფ ალვიმ თავისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო რელიგიური პარტიის რიგებიდან[13]. სტომატოლოგიურ კლინიკაში სწავლის დროს აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტურ გაერთიანებებში[14], ასევე იყო სტუდენტური კავშირის პრეზიდენტი[12][15]. ამავე წლებში იგი აკრიტიკებდა მუჰამედ აიუბ ხანის სამხედრო რეჟიმს, მონაწილეობდა 1969 წლის ლაჰორის საპროტესტო აქციებში, სადაც ორჯერ დაიჭრა. მათგან ერთი ტყვია ამოუღეს ოპერაციის შედეგად, ხოლო მეორე ამჟამადაც მის ორგანიზმშია[5].

1977 წლიდან არიფ ალვი აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას იწყებს, საპარლამენტო არჩევნებში ზულფიკარ ალი ბჰუტოს გამარჯვების შემდეგ[9]. 1979 წელს კენჭს იყრიდა მაჟორიტარული ოლქიდან, მაგრამ დამარცხდა. ამის შემდეგ დატოვა პარტია ჯამაათ-ი-ისლამი.

1996 წელს შეუერთდა პოლიტიკურ გაერთიანებას მოძრაობა სამართლიანობისათვის, რომელსაც ხელმძღვანელობდა კრიკეტის ყოფილი მოთამაშე იმრან ხანი[5][14], გახდა პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი[13][16] და მონაწილეობა მიიღო მისი წესდების შექმნაში[6]. 2001 წელს გახდა პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2006 წლიდან 2013 წლამდე პარტიის გენერალური მდივანია.

2013 წელს აირჩიეს პარლამენტის წევრად და გახდა მოძრაობის ერთადერთი წევრი, რომელმაც ადგილი მიიღო პარლამენტში[17][18]. 2018 წელს კვლავ ეროვნულ ასამბლეაში აირჩიეს[19][20].

2018 წლის აგვისტოში პარტიამ წარადგინა პრეზიდენტობის კანდიდატად[21]. 4 სექტემბერს კი 352 ხმით აირჩიეს ქვეყნის მე-13 პრეზიდენტად[22]. არიფ ალვი გახდა მსოფლიოში მეორე სტომატოლოგი თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის შემდეგ, რომელმაც დაიკავა ქვეყნის მეთაურის თანამდებობა[23].

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. 3.0 3.1 3.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Detail Information (21 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 April 2014. ციტირების თარიღი: 11 July 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  6. 6.0 6.1 6.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  7. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  8. Dr Arif Alvi's father was Jawaharlal Nehru’s dentist | Life & Style. Geo.tv (5 September 2018). ციტირების თარიღი: 5 September 2018.
  9. 9.0 9.1 9.2 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. 12.0 12.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  13. 13.0 13.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  14. 14.0 14.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  15. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  16. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  17. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  18. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  19. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  20. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  21. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  22. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  23. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted