შინაარსზე გადასვლა

გათვლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:53, 10 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

გათვლა, ქართული საბავშვო ფოლკლორის ჟანრი - გარითმული ტექსტი, რომლის რიტმზეც ხდება გათვლა (თავისებური წილისყრა) თამაშის დამწყების გამოსავლენად, თამაშის დაწყების მოსაგვარებლად. ტრადიციული გათვლისთვის („იწილო, ბიწილო“, „ენკი, ბენკი“, „ეგლე, დუგლე“ და სხვა) დამახასიათებელია უაზრო სიტყვების ხმარება, რაც ზოგჯერ უძველეს საწესჩვეულებო ტრადიციებს უკავშირდება. არატრადიციული გათვლისთვის ნიშანდობლივია იმპროვიზაცია, რაც ხელს უწყობს ვარიანტთა სიმრავლეს („მგელობანას ვთამაშობდი“, „ნაირ-ნაირები“ და სხვა). გათვლის ნიმუშები იხილეთ ქსენია სიხარულიძის წიგნში „ქართული საბავშვო ფოლკლორი“ (1938).

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=გათვლა&oldid=25824“-დან