ლევან აბაშიძე

17:45, 8 სექტემბერი 2021-ის ვერსია, imported>M. (წაიშალა კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები; დაემატა კატეგორია:ქართველი დიდი ფეოდალები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ლევან გიორგი-მალაქიას ძე აბაშიძე ( გ. 14 დეკემბერი, 1757) — თავადი, იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, გიორგი-მალაქია აბაშიძის ვაჟი. მისი ასული თამარი იყო ალექსანდრე V-ის მეუღლე და სოლომონ I-ის დედა. მეთაურობდა დიდგვაროვანთა ჯგუფს, რომელმაც ახალგამეფებული სოლომონ I ტახტიდან გადააყენა. მალე სოლომონმა ტახტი დაიბრუნა, შეთქმული თავადები დასაჯა, აბაშიძეს კაცხის ციხე წაართვა. აბაშიძე დაიღუპა ხრესილის ბრძოლაში, სადაც სოლომონ I-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში იყო. აბაშიძის წილი მამული მეფემ სახასო საკუთრებად გამოაცხადა.

ლიტერატურა

  • ბურჯანაძე შ., სოლომონ I მეფობის პირველი პერიოდი (1752-1768 წწ.), «თსუ შრომები», 1950, ტ. 41