შინაარსზე გადასვლა

გობისცხვირა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:14, 25 ივნისი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (// რედაქტირება Wikiplus-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გობისცხვირა

Prunella vulgaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Prunella L., (1753)
დაცვის სტატუსი

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

გობისცხვირა (ლათ. Prunella) — მცენარის გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი დაბალი ბალახებია. აქვთ მოპირისპირედ განლაგებული მთლიანი ან დაკბილული, ზოგჯერ განკვეთილი ფოთლები, ჩხროებად შეკრებილი იისფერი, თეთრი ან მოყვითალო ყვავილები, რომლებიც თავის მხრივ კენწრულ თავთავისებრ ყვავილედად.

ევროპაში ველურად იზრდება გობისცხვირას 15 სახეობა. ყირიმსა და კავკასიაში — 3 სახეობაა; საქართველოშიც 3 სახეობა გვხვდება, რომლებიც ფართოდაა გავრცელებული. მათგან P. grandiflora მხოლოდ ქართლსა და აჭარაში იზრდება, ხოლო P. vulgaris და P. laciniata — თითქმის მთელ ქვეყანაში. პირველი გვხვდება ტყეებში და ტყის პირას, ბუჩქნარებში, სუბალპურ მდელოებზე, მდინარეთა ნაპირებზე და გზის პირას, ხოლო როგორც სარეველა – ნათესებში; მეორე იზრდება მდელოებზე, ტყის პირას. თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა. იყენებენ ხალხურ მედიცინაში.

ლიტერატურა