დიპლიპიტო
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
დიპლიპიტო, იგივე ნაღარა[1] — დასარტყმელი საკრავი, შედგება სხვადასხვა სიგანისა და ერთნაირი სიმაღლის თიხის ორი პატარა ქილისაგან, რომლებზედაც გადაკრულია ციკნის ტყავი ან ხარის ბუშტი. ქილები ერთმანეთთან თასმითაა გადაბმული. ქილების სიმაღლეა 200-250 მმ, დიამეტრი პატარისა — 90 მმ, დიდის — 170 მმ. ქილები გარედან ნაირფერადაა მოხატული. დიპლიპიტოს უკრავენ ორი პატარა ჯოხით „თხის ფეხუნებით“. თუ ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავის გადაჭიმვა უნდათ, ქილებს მაყალზე ათმობენ, მოსაშვებად კი ტყავებს ოდნავ ასველებენ. დიპლიპიტო უმთავრესად საანსამბლო საკრავია. ორკესტრში პირველად შეიტანა მ. იპოლიტოვ-ივანოვმა („კავკასიურ ესკიზებში“, 1894), შემდეგ დიპლიპიტო ოპერებში გამოიყენეს დ. არაყიშვილმა („თქმულება შოთა რუსთაველზე“), ს. ვასილენკომ („მშვენიერი იოსები“), რ. გლიერმა („შაჰსენემი“) და სხვა.
ლიტერატურა
- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1978. — გვ. 563.
- ჩხიკვაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. ?.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ დ. არაყიშვილი, „ხალხური სამუსიკო საკრავების აღწერა და გაზომვა“, თბ., 1940
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
|