ერუშეთის მთიანეთი
ერუშეთის მთიანეთი | |
---|---|
სოფელი საყუდაბელი სოფელი საყუდაბელი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
ქვეყანა | საქართველოს დროშა საქართველო თურქეთი |
ტერიტორიული ერთეული | სამცხე-ჯავახეთის მხარე არტაანის პროვინცია |
უმაღლესი წერტილი | ზიარეთი |
სიმაღლე | 3032 მ |
სიგრძე | 60 კმ |
სიგანე | 30 კმ |
ლანდშაფტი | სუბალპური და ალპური მდელოები და მდელო-სტეპები |
ამგებელი ქანები | ლავა ტუფი |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ერუშეთის მთიანეთი[1][2] — ტექტონიკურ-ვულკანური მთიანეთი საქართველოს სამხრეთი მთიანეთის დასავლეთ ნაწილში. ვრცელდება თურქეთის ტერიტორიაზეც. საქართველოს ფარგლებში შემოზღუდულია ჩრდილოეთიდან ახალციხის ქვაბულით, დასავლეთიდან არსიანის ქედით, აღმოსავლეთიდან ზემო მტკვრის ხეობით, ხოლო სამხრეთიდან სახელმწიფო საზღვრით. ჯავახეთის ზეგანს გამოეყოფა ზემო მტკვრის ხეობით.[3]
საქართველოს ფარგლებში გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ 60 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 25–30 კმ. დანაწევრებულია მტკვრის მარცხენა შენაკადების ხეობებით. უმაღლესი მწვერვალი ზიარეთი (3032 მ) თურქეთშია. საქართველოს ნაწილის უმაღლესი მწვერვალია გუმბათი (2963,8 მ). მაღალი მთებია: ვანის მთა (2736 მ), შაბანიბელი (2646 მ), საცხვარია (2587 მ), შუაკარავი (2562 მ), თლილი (2474 მ) და სხვა.[3]
ერუშეთის მთიანეთი აგებულია ნეოგენური გოდერძის წყების ლავებითა და ტუფებით. ლავათა შემადგენლობა ცვალებადობს ბაზალტიდან ანდეზიტ-დაციტამდე. ერუშეთის მთიანეთის გაშტოებებიდან მნიშვნელოვანია შუაკარავის ქედი და ვანისქედი. ძირითადი მდინარეებია: ურაველი, ქარზამეთისწყალი, წყალწითელა, ჯაყისწყალი და სხვა.[4]
საერთო მორფოლოგიური თვისებებით ერუშეთის მთიანეთი წარმოადგენს შუალედურ ოროგრაფიულ ერთეულს ქედსა და მთიანეთს შორის. ქედებთან მას აკავშირებს მთავარი წყალგამყოფის საკმაოდ მკაფიო გამოვლენება, ფერდობების ხშირი და ღრმა ეროზიული დანაწევრება; მთიანეთის ნიშნები გამოხატულია ზედა ჰიფსომეტრიული სარტყლების სიფართოვეში — მაღლა მდებარე დამრეც, სუსტად დანაწევრებულ ტალღოვან ზედაპირებში, რომლებიც მდინარეთაშუეთს ქმნიან.[3]
ერუშეთის მთიანეთის ჰიფსომეტრიულ განვითარებასთან ერთად მკაფიოდ იკვეთება ლანდშაფტური ზონალობა, სადაც მისი ტყიანი სარტყელი 2000–2200-მდე ადის. ეს საშუალო სიმაღლის მთიანი პლატო-მასივის ზედაპირი დანაწევრებულია ღრმად ჩაჭრილი ხეობებით, თუმცა მათი წყალგამყოფების მორფოლოგია მთლიანობაში წარმოგვიდგება პლატოსებური ზედაპირით, გართულებული ცალკეული გუმბათისებური ამაღლებებით. მათ მაღალი ჰიფსომეტრიული დონეებით რელიეფი გართულებულია მეოთხეულის გამყინვარების ფორმებით. თხემური ზონა სუბალპურ და ალპურ მდელოებს და მდელო-სტეპებს უკავია.[5] მთიანეთის ფარგლებშია რამდენიმე დასახლებული პუნქტი. აქვე 2021 წელს შეიქმნა ერუშეთის ეროვნული პარკი.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო
- ↑ მარუაშვილი ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2014. — გვ. 91.
- ↑ თარგი:სგსოლ
- ↑ 3.0 3.1 3.2 Геоморфология Грузии: Л. И. Маруашвили (отв. ред.) и др. Тб.: Мецниереба, 1971. - 609 с.
- ↑ სამცხე-ჯავახეთი, ცნობარი, თბილისი, 2016
- ↑ საქართველოს სამხრეთ მთიანეთის გეოდინამიკური პროცესები და მოსალოდნელი გეოეკოლოგიური გართულებები
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted