ვეშაპისებრი ზვიგენი
ვეშაპისებრი ზვიგენი (ლათ. Rhincodon typus) — თევზი ზვიგენისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 15 (ზოგი ცნობით 20) მ აღწევს, წონა 12-15 ტ. გავრცელებულია ყველა ოკეანეში. მრავლდება კვერცხებით. დღემდე მოპოვებულია ვეშაპისებრი ზვიგენის ერთადერთი კვერცხი (სიგრძე 67 სმ, დიამეტრი 40 სმ). აქვს 15 ათასამდე კბილი. იკვებება პატარ-პატარა თევზებით, კალმარებით და კიბოსნაირებით. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 389.