შინაარსზე გადასვლა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
01:02, 29 ივნისი 2024-ის ვერსია, imported>Arkaitz1974
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:BSEC logo.gif
ბისეკის დროშა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (ინგლ. Black Sea Economic Cooperation, აკრონიმი BSEC – ბისეკი) — შეიქმნა 1992 წლის 25 ივნისს თერთმეტი ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურთა მიერ სტამბოლის სამიტის დეკლარაციისა და ბოსფორის შეთანხმების ხელმოწერით. ორგანიზაციის მიზანი მრავალმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ინიციატივების მხარდაჭერა და წევრ ქვეყანათა შორის ინტეგრაციისა და ჰარმონიული თანაარსებობის წახალისებაა შავი ზღვის რეგიონში.

1999 წლის 1 მაისს ბისეკის ქარტიის ძალაში შესვლის დღიდან ორგანიზაციამ საერთაშორისო იურიდიული პირის ძალაუფლება მიიღო და სრულუფლებიან რეგიონულ ეკონომიკურ ორგანიზაციად გარდაიქმნა. 2004 წლის აპრილში ორგანიზაციაში სერბეთის შესვლით წევრთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა.

ბისეკის შტაბ–ბინა – მუდმივი საერთაშორისო სამდივნო სტამბოლში შეიქმნა 1994 წლის მარტში. ორგანიზაცია მჭიდრო კავშირშია შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან — საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომლის შტაბ–ბინა სალონიკში მდებარეობს.

წევრები

  ბისეკის წევრი ქვეყნები
  ბისეკის დამკვირვებელი ქვეყნები

დამფუძნებელი წევრები არიან:

შემოერთებული წევრები:

ქვეყნების დროშა: კვიპროსი კვიპროსი და მონტენეგროს დროშა მონტენეგრო კანდიდატურას თურქეთმა ვეტო დაადო (ამ ქვეყნებთან მიმდინარე პოლიტიკური უთანხმოების გამო).[1] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

  წევრები
  დამკვირვებლები

დამკვირვებელი ქვეყნებია:

გვიანდელი დამკვირვებლები:

დამკვირვებელი ორგანიზაციებია:

მიმდინარე პერიოდში ორგანიზაციის თავმჯდომარეა რუმინეთი (1 იანვარი 2011 - 30 ივნისი 2011).

რესურსები ინტერნეტში