შინაარსზე გადასვლა

სიუნიქის სამეფო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
10:25, 26 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, imported>M. (წაიშალა კატეგორია:ისტორიული სახელმწიფოები; დაემატა კატეგორია:აზიის ისტორიული სახელმწიფოები გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:The Kingdom of Syounik-Baghk, 1020-1166.gif
სიუნიქის რუკა

სიუნიქის სამეფო (სომხ. Սյունիքի թագավորություն - სიუნიქი თაგავორუთიუნ), სივნიეთი, ბახკის (ბალკსის) სამეფო, კაპანის სამეფო — ფეოდალური სახელმწიფო სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, X საუკუნის II ნახევრიდან XII საუკუნემდე. მოიცავდა სიუნიქის ოლქს – თანამედროვე სომხეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. მისი დამაარსებელი იყო სიუნიქის მთავარი სმბატი, რომელიც 970 წელს მეფედ აკურთხეს. სამეფოს მართავდნენ ორბელიანთა დინასტიის წარმომადგენლები. სამეფოს პოლიტიკური ცენტრი იყო ღაფანი, ხოლო რელიგიური – ტათევის მონასტერი. სამეფომ განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია XI საუკუნის პირველ ნახევარში ვასაკ I-სა და სმბატ II-ის მმართველობისას. მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა იყო მიწათმოქმედება და მესაქონლეობა. აქ ითვლებოდა 43 ციხე, 48 მონასტერი და ათასზე მეტი სოფელი. 1170 წელს დაიპყრო სელჩუკთა მმართველმა ელდიგუზმა. მონღოლთა ბატონობის დროს სიუნიქის სამეფომ ნაწილობრივ შეინარჩუნა დამოუკიდებლობა.

მმართველები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted