საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველო | |||
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა | |||
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი | |||
აღმასრულებელი ხელისუფლება | |||
საქართველოს მთავრობა | |||
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე | |||
საკანონმდებლო ხელისუფლება | |||
საქართველოს პარლამენტი | |||
პარლამენტის თავმჯდომარე : [[თარგი:საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე]] | |||
პარტიები პარლამენტში :
| |||
პოლიტიკური პარტიები | |||
სასამართლო ხელისუფლება | |||
საკონსტიტუციო სასამართლო | |||
საქართველოს საერთო სასამართლოები | |||
ტერიტორიული მოწყობა | |||
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე — საქართველოს პარლამენტის უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა ახალი მოწვევის პარლამენტის მიერ, პირველსავე სესიაზე, თავისი უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით. იგი უძღვება პარლამენტის მუშაობას, უზრუნველყოფს აზრის თავისუფალ გამოხატვას, ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ აქტებს და ასრულებს რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს[1].
საქართველოში პირველად საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის თანამდებობა შემოღებულ იქნა 1918 წელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი დამფუძნებელი კრების მოწვევამდე საქართველოს მართვა-გამგეობას აბარებდა ეროვნულ საბჭოს, რომელიც შევსებული უნდა ყოფილიყო ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით[2]. მისი პირველი თავმჯდომარე გახდა ნიკოლოზ ჩხეიძე. 1918 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს ეროვულ საბჭოს საქართველოს პარლამენტი ეწოდა, ხოლო 1919 წლის 12 მარტიდან - 1921 წლის 25 თებერვლამდე — საქართველოს დამფუძნებელი კრება.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო; 1992 წლის 4 ნოემბრიდან მას საქართველოს პარლამენტი ჰქვია.
თავმჯდომარეების სია
ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე
საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე
პარლამენტის თავმჯდომარე
უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეები
- ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია, 14 ნოემბერი, 1990 – 14 აპრილი, 1991
- აკაკი თორნიკეს ძე ასათიანი, 18 აპრილი, 1991 – 6 იანვარი, 1992
სამხედრო საბჭოს თავმჯდომარეები
- თენგიზ კალისტრატეს ძე კიტოვანი, 6 იანვარი, 1992 – 10 მარტი, 1992
- ჯაბა კონსტანტინეს ძე იოსელიანი, 6 იანვარი, 1992 – 10 მარტი, 1992
1992 წლის მარტის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა საქართველოში და 1992 წლის 10 მარტს დაინიშნა ქვეყნის უმაღლესი მმართველი ორგანოს, საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ, შეცვალა რა სამხედრო საბჭო. 1992 წლის 11 ოქტომბერს საყოველთაო არჩევნების გზით არჩეულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ და 1992 წლის 4 ნოემბერს ახალი პარლამენტის პირველივე სხდომიდან შეუდგა სამსახურებრივ მოვალეობის შესრულებას. სულ მალე, პარლამენტმა შემოიღო საქართველოს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა და 1992 წლის 6 ნოემბერს ედუარდ შევარდნაძე უალტერნატივოდ არჩეულ იქნა ამ პოსტზე, ფორმალურად შეენახა რა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, გათავისუფლდა ყოველდღიური სამუშაო სხდომების ხელმძღვანელობისგან. შეიქმნა პარლამენტის სპიკერის პოსტი, არჩეულ იქნა სპიკერი – ვახტანგ გოგუაძე, რომელსაც დაევალა პარლამენტის სხდომების ხელმძღვანელობა. 1995 წლის 26 ნოემბრიდან პარლამენტის თავმჯდომარის და სპიკერის თანამდებობა გაერთიანდა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტის აღდგენასთან ერთად.
პარლამენტის თავმჯდომარე
პარლამენტის სპიკერი
პარლამენტის თავმჯდომარეები
- ზურაბ ჟვანია, 25 ნოემბერი, 1995 – 20 ნოემბერი, 1999
- ზურაბ ჟვანია (მეორეჯერ), 20 ნოემბერი, 1999 – 1 ნოემბერი, 2001
- ნინო ბურჯანაძე, 9 ნოემბერი, 2001 – 22 აპრილი, 2004
- ნინო ბურჯანაძე (მეორეჯერ), 22 აპრილი, 2004 – 7 ივნისი, 2008
- დავით ბაქრაძე, 7 ივნისი, 2008 – 21 ოქტომბერი, 2012
- დავით უსუფაშვილი, 21 ოქტომბერი, 2012 – 18 ნოემბერი, 2016
- ირაკლი კობახიძე, 18 ნოემბერი, 2016 – 21 ივნისი, 2019
- თამარ ჩუგოშვილი (<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">მ. შ.), 21 ივნისი, 2019 – 25 ივნისი, 2019
- არჩილ თალაკვაძე, 25 ივნისი, 2019 – 24 აპრილი, 2021
- გია ვოლსკი (<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">მ. შ.), 24 აპრილი, 2021 – 27 აპრილი, 2021
- კახა კუჭავა, 27 აპრილი, 2021 – 24 დეკემბერი, 2021
- გია ვოლსკი (<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">მ. შ.), 24 დეკემბერი, 2021 – 29 დეკემბერი, 2021
- შალვა პაპუაშვილი, 29 დეკემბერი, 2021 —
რესურსები ინტერნეტში
- თავმჯდომარე. ახალი ამბები; პრესკონფერენციები / ინტერვიუები; განცხადებები / მიმართვები / გამოსვლები; ბიოგრაფია; ფოტოგალერეა; შეხვედრები; ვიზიტები; არქივი. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი. ციტირების თარიღი: 2011.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted