შინაარსზე გადასვლა

Sony Mobile

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:50, 8 დეკემბერი 2017-ის ვერსია, imported>Abandoner (წაიშალა კატეგორია:Sony Ericsson; დაემატა კატეგორია:Sony Mobile გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Sony Mobile Communications Inc. ([ˈsəʊnɪ ˈɛɹɪksən]) — 2012 წლამდე Sony Ericsson-ის სახელწოდებით ცნობილი იაპონური სამომხმარებლო ელექტრონიკის მწარმოებელი კომპანია Sony-ს და შვედური სატელეკომუნიკაციო კომპანია Ericsson-ის ერთობლივი საწარმოს მიერ დაარსებული მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია. ამ გაერთიანების მამოძრავებელი მიზეზი Sony-ს სამომხმარებლო ელექტრონიკაში არსებული გამოცდილების და Ericsson-ის კომუნიკაციების ტექნოლოგიებში ლიდერობის შეზავება იყო. ორივე კომპანიამ საკუთარი მობილური ტელეფონების წარმოება შეაჩერა გაერთიანების შემდეგ. 2012 წელს Sony-მ მთლიანად შეიძინა კომპანიის აქციები და საკუთარ მმართველობას დაუქვემდებარა, როგორც მობილური კომუნიკაციების დეპარტამენტი, ხოლო პროდუქციის წარმოება Sony-ს საფირმო ნიშნით გაგრძელდა.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=Sony_Mobile&oldid=31800“-დან