თემი (გაზეთი)
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „თემი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი. გამოდიოდა 1911-1915 წლებში თბილისში. რედაქტორია — გ. დიასამიძე (1911-დან 1912 წლის 6 ივლისამდე), ს. მგალობლიშვილი (1912 წლის 6 ივლისიდან 10 სექტემბრამდე), შემდეგ — ისევ გ. დისამიძე, რომელიც „თემის“ გამომცემელიც იყო. 1912-1913 წლებში გაზეთს ჰქონდა ამავე სახელწოდების სურათებიანი ლიტერატურული დამატება; 1914 წელს „თემის“ გამოცემა დროებით შეწყვეტის გამო რედაქცია უშვებდა ცალკე ფურცლებს — „დღიურებს“. „თემში“ გამოქვეყნებული თარგმანებიდან აღსანიშნავია არტურ ლაისტის მოგონებანი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1979. — გვ. 650.