შინაარსზე გადასვლა

იმერული მუხა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:56, 13 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (top: „{{ტაქსოდაფა *“ → „{{ტაქსოდაფა“ using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
იმერული მუხა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  წიფლისნაირნი
ოჯახი:  წიფლისებრნი
გვარი:  მუხა
სახეობა:  იმერული მუხა
ლათინური სახელი
Quercus imeretina, Quercus robur subsp. imeretina
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

იმერული მუხა (Quercus imeretina, Quercus robur subsp. imeretina) — ზაფხულმწვანე ხე წიფლისებრთა ოჯახისა. საქართველოს ენდემი. სიმაღლე 30 მ აღწევს. მოკლეყუნწიანი ფოთლები და გრძელყუნწიანი, ვიწრო ცილინდრული ნაყოფი აქვს. გავრცელებულია კოლხეთში. სხვა ფართოფოთლოვან ხეებთან (ჰართვისის მუხა, ძელქვა, ლაფანი, მურყანი, იფანი, რცხილა) ერთად დაბლობებსა და მთისწინეთის ტერასებზე ზღვის დონიდან 300 მ-მდე ქმნის შერეულფოთლოვან ტყეებს, ჩრდილის ამტანი და ტენის მოყვარული ჯიშია. ძლიერი ფესვები აქვს და ამიტომ ქარგამძლეა. იზრდება ღრმა თიხიან და წითელმიწა გაეწრებულ ნიადაგებზე. იმერული მუხის მასივები უფრო მეტად შემონახულია ქუთაისისა და ბაღდათის რაიონებში; ძელქვასთან იგი დაცულია აჯამეთის ნაკრძალში. დეკორატიულ მცენარედ აშენებენ ბოტანიკურ ბაღებში. გამოსადეგია დასავლეთ საქართველოში ტყის გასაშენებლად.

ლიტერატურა