ირმის რქა
იერსახე
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
ირმის რქა (ლათ. Lagerstroemia indica) — დეკორატიული მცენარე ცოცხმაგარასებრთა ოჯახისა. ფოთოლმცვივანი ბუჩქი ან დაბალი ხეა. აქვს ქოლგისებრი ვარჯი; ღია მწვანე, პრიალა. ელიფსური ან წაგრძელებულ-უკუკვერცხისებრი ფოთოლი; ვარდისფერი, წითელი ან მეწამული რთული ყვავილი.
მცენარე ნელა იზრდება, ყინვაგამძლეა, ყველანაირ ნიადაგს ეგუება, მაგრამ კარგად ხარობს შავი ზღვის სანაპირო სუბტროპიკულ ზონაში ეწერ ნიადაგებზე, ყვავილობს ზაფხულის პერიოდში.
მრავლდება თესლითა და კალმით. გავრცელებულია ჩინეთში, ინდოეთში, იაპონიაში, ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე, აზერბაიჯანში, შუა აზიის სამხრეთ რაიონებში, საქართველოში. კულტურაში არსებობს მისი სხვადასხვა დეკორატიული ფორმა.
ლიტერატურა
- გიორგბერიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 225.