შინაარსზე გადასვლა

ჰოლტზე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
05:17, 21 აგვისტო 2015-ის ვერსია, imported>M. (added Category:ლეო ესაკიას ფილმები using HotCat)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
„ჰოლტზე“
დამდგმელი რეჟისორი ლეო ესაკია
სცენარის ავტორი ლეო ესაკია
როლებში პავლე მხეიძე
ოპერატორი ვლადისლავ პოზნანი
მონტაჟი ვასილ დოლენკო
მხატვარი ვალერიან სიდამონ-ერისთავი
სტუდია სახკინმრეწვი
გამოსვლის თარიღი 1928
ხანგრძლივობა 67 წთ.
ქვეყანა ესკიზის შექმნის შეცდომა:  სსრკ
ენა მუნჯი

ჰოლტზე — ლეო ესაკიას სადებიუტო ფილმი. ფილმი კოლექტივიზაციას ეხება. ფილმი ტექნიკისა და კონკრეტულად ტრაქტორის იდეალიზაციაა.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი ახლადდაარსებული კოლმეურნეობის პრობლემებს ეხება. ქალაქიდან სოფელში გაგზავნილ უცხოურ ტრაქტორ „ჰოლტზე“ სოფელში დიდი მოთხოვნაა. სოფლის ბობოლა ცდილობს ხელთ იგდოს ტრაქტორი და იგი გლეხთა ექსპლოატაციის წყაროდ აქციოს. ქალაქში საჩივლელად ჩასულ გლეხებს მოხელეთა ბიუროკრატიული აპარატი ყურადღებას არ აქცევს. საქმეში მუშათა და გლეხთა ინსპექცია ერევა,საგანგებო კომისია აუქმებს ფიქტიურ კოლმეურნეობას და სანაცვლოდ ახალს ქმნის. ამიერიდან სამეურნეო იარაღები ხალხის საკუთრება ხდება.

როლებში

გადაღება

ფილმი საგაზეთო პუბლიკაციის საფუძველზეა გადაღებული. მასობრივ სცენებში გადაიღეს გლეხები სოფელ მუხრანიდან, იმ სოფლიდან, სადაც პირველად გამოიყენეს ტრაქტორი. მთავარი როლის შემსრულებლადაც საქართველოში პირველი ტრაქტორისტი პავლე მხეიძე შეარჩიეს.

ლიტერატურა

  • ირაკლი მახარაძე, „დიადი მუნჯი“ — ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბილისი, 2014 ISBN 978-9941-23-104-9
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ჰოლტზე&oldid=36085“-დან