კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმი

13:25, 11 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, imported>ოქროს ბოტი (ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმიკავკასიის ერთ-ერთი მთავარი გეოტექტონიკური ერთეული. ჩამოყალიბდა ალპური ტექტოგენეზისის დროს კავკასიონის გეოსინკლინის დანაოჭებისა და აზევების შედეგად. შედგება ცენტრალური აზევებისა და დასავლეთ და აღმოსავლეთ დაძირვის ზონებისაგან. ცენტრალური აზევების ზონა აგებულია ძლიერ დისლოცირებული კამბრიულისწინა, ქვედა- და შუაპალეოზოური მეტამორფული ქანებითა და პალეოზოური გრანიტოიდებით. დასავლეთ და აღმოსავლეთ დაძირვის ზონებში განვითარებულია ძირითადად ქვედა- და შუაიურული ასპიდური ფორმაცია და აგრეთვე (დასავლეღ დაძირვის ზონაში) ზედაიურულ-ცარცულ-ქვედაპალეოგენური ფლიშური ფორმაცია.

ლიტერატურა