ბიონიური არქიტექტურა
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/df/Milwaukee_Art_Museum_exterior.jpg/300px-Milwaukee_Art_Museum_exterior.jpg)
ბიონიური არქიტექტურა, ასევე ბიო-ტექ არქიტექტურა — მიმდინარეობა არქიტექტურასა და დიზაინში, რომელიც იდეებს ბუნებრივი (ანუ ბიოლოგიური) ფორმებისგან სესხულობს. მიმდინარეობამ ჩამოყალიბება XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო და, შესაბამისად, ადრეულ პროექტებში ფორმის ძიება პრაქტიკულობას უსწრებს წინ. ბიონიური არქიტექტურა ეწინააღმდეგება ტრადიციულ მართკუთხა განლაგებასა და პროექტირების სქემებს, იყენებს რა მრუდ ფორმებსა და ზედაპირებს, რომელიც ბიოლოგიური და ფრაქტალური მათემატიკის კონსტრუქციებისთვისაა დამახასიათებელი.
მნიშვნელოვანი მიმდევრები
- გრეგ ლინი
- ბეიტს სმარტი
- ნიკოლას გრიმშოუ
- სანტიაგო კალატრავა
- ნორმან ფოსტერი
- კენ იანგი
- დენიელ ლიბესკინდი
- იან კაპლიცკი