შინაარსზე გადასვლა

კვალი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:46, 15 ნოემბერი 2024-ის ვერსია, imported>M.
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „კვალი“ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი 1892-1904 წლებში. თავდაპირველად იყო ეროვნულ-ლიბერალური, ხოლო შემდეგ მარქსისტული მიმართულებისა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებაში.

1892 წელს სოფელ ბრილში, ნიკოლოზ დიასამიძის სახლში, მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზეთ „კვალის" დამფუძვნებელი კრება. გაზეთი გამოდიოდა 1893–1904 წლებში თბილისში. 1893–1896 წლებში გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა მესამე დასის დამწყებ ლიტერატორებს. 1898 წლიდან გაზეთი გადავიდა მესამე დასის ხელში და გახდა რუსეთის იმპერიაში პირველი ლეგალური მარქსისტული ორგანო. რუსეთის იმპერიაში მანამდე სოციალისტებს საკუთარი ლეგალური ორგანო არ ჰქონდათ. ამ დროიდან კვალი უპირისპირდებოდა ნაციონალისტურ და ხალხოსნურ პოზიციებს. ქვეყნდებოდა სტატიები საქართველოს ეკონომიკის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან. იბეჭდებოდა მხატვრული ლიტერატურა, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ბიბლიოგრაფია. გაზეთი მთავრობამ აკრძალა 1904 წელს. მის ნაცვლად დაიწყო მოგზაურის გამოცემა.

რედაქტორები

ლიტერატურა

  • ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 483.
  • ქართული ჟურნალებისა და კრებულების ანალიტიკური ბიბლიოგრაფია, ნაკვ. 3, თბ., 1944;
  • მგალობლიშვილი ქ., ქართული გაზეთების ბიბლიოგრაფია, «პროლეტარული რევოლუცია», 1943, № 3;
  • კარიჭაშვილი დ., ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, «წიგნის მეგობარი», 1925, № 2;