შინაარსზე გადასვლა

კოლონადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
22:00, 5 აპრილი 2023-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (// რედაქტირება Wikiplus-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კოლონადა წმინდა პეტრეს მოედანზე რომში.

კოლონადა (ფრანგ. colonnade), სვეტნარი — ჰორიზონტული, ბრტყელი ან კამარული გადახურვით გაერთიანებული კოლონების მწკრივი ან მწკვრივები ნაგებობის გარე კომპოზიციაში გამოიყენება ბორტიკის და გალერეის სახით (ფასადზე მიდგმული ან როგორც მისი ცალკეული ნაწილების გამაერთიანებელი საშუალება), რაც შენობის ხედვითად უკავშირებს გარემოს. კოლონადა გვხვდება როგორც დამოუკიდებელი, დეკორატული ნაგებობაც (ბაღ-პარკებში და სხვა). შენობის შიგნით გარს უვლის დიდ დარბაზებს, ქმნის ვრცელ გამჭოლ სივრცეებს, ერთმანეთისაგან აცალკევებს და ამავე დროს აკავშირებს ინტერიერის ცალკეულ პარადულ ნაწილებს.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კოლონადა&oldid=40773“-დან