შინაარსზე გადასვლა

კომში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:38, 12 ნოემბერი 2021-ის ვერსია, 188.169.137.177 (განხილვა)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
კომში
კომშის ნაყოფი
კომშის ნაყოფი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ვარდისებრნი
ქვეოჯახი:  ქლიავისებრნი
გვარი:  კომში
ლათინური სახელი
თარგი:Bt
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

კომში, ბია (ლათ. Cydonia) — მრავალწლოვანი მცენარის გვარი ვარდყვავილოვანთა ოჯახისა. არსებობს 1 სახეობაჩვეულებრივი კომში (ლათ. Cydonia oblonga).

კომში ტანდაბალი ხე ან ბუჩქია, რომლის სიმაღლე 1,5-5 აღწევს. ნაყოფი ყვითელია, მსხლისებრი ან ვაშლისებრი ფორმა აქვს, შებუსული ან შეუბუსავია. რბილობი მოთეთროა, მორკბო-მომჟავო ან მჟავე, არომატული. შეიცავს (%-ობით): 7,22-15,06 შაქარს, 0,24-1,26 ორგანულ მჟავებს, 0,18-0,98 პექტინს და სხვა. ამზადებენ მურაბას, კომპოტს, ხილფაფასა და სხვა.

კომში ველურად იზრდება კავკასიაში, შუა აზიასა და ირანში. კულტივირებულია თითქმის ყველგან. ამრავლებენ თესლით ან ვეგეტატიურად. საქართველო კომშის ერთ-ერთი სამშობლოა, აქ ადგილობრივი წარმოშობის 75 ჯიში არსებობს. საუკეთესო ჯიშებია ლაგოდეხის მსხვილნაყოფა, ქართული მჟავე, შილდური საგვიანო, საკომპოტე და სხვა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კომში&oldid=40970“-დან