შინაარსზე გადასვლა

კონიდიუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:59, 7 აპრილი 2013-ის ვერსია, imported>Zangala
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კონიდიუმი (ბერძნ. konia — მტვერი და eidos — სახე) — ჩანთიანი და უსრული სოკოების უსქესო გამრავლების სპორა. წარმოიქმნება მიცელიუმის განსაკუთრებულ განშტოებებზე — კონიდიოფორებზე. კონიდიუმები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ფორმით, შეფერილობით, უჯრედების რაოდენობით და წარმოშობით. უმდაბლესი სოკოების — ფიკომიცეტების კონიდიუმი მოდიფიცირებულია სპორანგიუმია.

ლიტერატურა