შინაარსზე გადასვლა

კურთხევანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:06, 16 იანვარი 2024-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (95.137.172.74-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა InternetArchiveBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

კურთხევანიქართული ლიტურგიკული კრებული, რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა ლოცვათა ან კურთხევათა საშუალებით განწმენდის წესები. კურთხევანის მიხედვით სრულდება ნათვლა, საეკლესიო ქორწინება, მიცვალებულის წესის აგება და სხვა. მისი უძველესი რედაქცია ჩვენამდე X საუკუნის ნუსხითაა მოღწეული (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Sin - 66). X საუკუნის, ახალი, შემოკლებული რედაქციის შექმნას ექვთიმე მთაწმიდელის სახელს უკავშირებენ. XI საუკუნეში გიორგი მთაწმიდელმა იმდროინდელი ლიტურგიკულ-საღვთისმსახურებო მოთხოვნების შესაბამისად თარგმნა კურთხევანის ახალი, უფრო ვრცელი რედაქცია (ხელნაწერთა ინსტიტუტი, Sin - 73), რომელმაც რუის-ურბნისის საეკლესიო კრების (1103) გადაწყვეტილებით კანონიკური უფლება მიიღო.

ქართული კურთხევანის საბოლოო რედაქტირება მოხდა XVIII ს-ში, როდესაც კვიპრიანე სამთავნელმა ეპისკოპოსმა ბერძნულიდან გადმოიღო კურთხევანის ახალი, შესწორებული ტექსტი.

ლიტერატურა