ლანთანოზუქი
იერსახე
ლანთანოზუქი (ლათ. Lanthanosuchus) — ნამარხი ამფიბიების გვარი. ჰქონდათ მოკლე (14 სმ სიგრძის), უხეში ბორცვებით დაფარული გაბრტყელებული თავი და არალაბირინთული კბილები. ყბებზე გარეთ მიმართული ძვლოვანი გამონაზარდები იყო განვითარებული. ქალას ფორმით, სასის აგებულებით, სატვინე კაფსულის სუსტი გაძვალებით ლანთანოზუქი უახლოვდება უძველეს ამფიბიებს; კბილების, ქალას სმენისა და კეფის მიდამოების აგებულებით კი — ძველ ქვეწარმავლებს. ცნობილია ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიის ზედაპერმული ნალექებიდან.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 121.