შინაარსზე გადასვლა

ლეკური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:33, 3 თებერვალი 2015-ის ვერსია, imported>Henry McCleanBot (clean up, replaced: არა აქვს → არ აქვს using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ლეკური, „უვადო ხმალი“ (საბა), რომელსაც ტარზე „ხრმლის ჯვარედი“ არ ჰქონდა (ამ ჯვარედს არ წარმომავლობით და არც დანიშნულებით ჯვრის გამოსახულებასთან საერთო არ აქვს). ლეკურს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები, ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად ლეკური გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდილოეთ კავკასიაში, ნაწილობრივ საქართველოში (იმერეთი). უვადო ხმალი, როგორც მკვეთლი იარაღი, თავისი საბრძოლო თვისებებით ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა.

ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, ტ. 3-4 , თბ., 1962
  • ჩოლოყაშვილი კ., ქსე, ტ. 6, გვ. 165, თბ., 1983
მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ლეკური&oldid=42192“-დან