შინაარსზე გადასვლა

ლელწამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:32, 10 მარტი 2019-ის ვერსია, imported>გიო ოქრო
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

ლელწამა, მეჩალიაბეღურასნაირთა რიგის რამდენიმე გვარის (Acrocephalus, Cettia, Horeites, Locustella, Pharagmaticola) საერთო სახელწოდება. ლელწამას მუცლის მხარე ღია ფერია, ზურგის მხარე — მურა — ერთფეროვანი ან კოპლებიანი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში 8 სახეობაა (ამათგან მობუდარია 6, მიმოფრენი — 2). ბინადრობენ ბუჩქნარებში, ლერწმებში, ლელქამშში, მდინარის ნაპირებზე, ტყეში, ადამიანის სამოსახლოში. დებს 4-6 კვერცხს. იკვებება მწერებით, პატარა ლოკოკინებით. სასარგებლო ფრინველებია.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=ლელწამა&oldid=42251“-დან