შინაარსზე გადასვლა

პორტალი:ისტორია/თვის პიროვნება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:54, 16 ივნისი 2009-ის ვერსია, imported>Zangala (ილუსტრაცია შეიცვალა ვიკისაწყობიდან)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ფაილი:Giorgi Saakadze.gif

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე, დიდი მოურავი (დ. დაახლ. 1570, სოფ. ფელი ― გ. 3 ოქტომბერი, 1629, თბილისი), საქართველოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. საქართველოს გაერთიანებისათვის აქტიური მებრძოლი. სააკაძის წინაპრები სამეფო აზნაურები იყვნენ და თეძმის ხეობაში ჰქონდათ ფეოდალური სამფლობელო, რომლის ცენტრი იყო სოფ. ნოსტე. იქ ჰქონდა სასახლე ციხე-კოშკით და კარის ეკლესია, სოფ. ერთაწმინდას კი - საგვარეულო მონასტერი. სააკაძის სამფლობელოში 40-მდე სოფელი შედიოდა იქ მცხოვრები ყმა გლეხებითა და მსახურებით (რომელთა ნაწილი შემდეგ გააზნაურდა). სააკაძეს იმ დროისთვის შესაფერისი განათლება ჰქონდა მიღებული. იცოდა სპარსული და თურქული ენები. გამოირჩეოდა სამხედრო საქმის დიდი ცოდნითა და განსაკუთრებული ორგანიზატორული ნიჭით. სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა XVI საუკუნის 90-იან წლებში, სიმონ I-თან ერთად იბრძოდა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ.(სრულად...)