Led Zeppelin IV
Led Zeppelin IV | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ფაილი:Led-Zeppelin-Led-Zeppelin-IV-402519.jpg | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
studio — | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
გამოცემის თარიღი | 8 ნოემბერი, 1971 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჩაიწერა |
დეკემბერი 1970 – მარტი 1971, ჰედლი გრეინჯი, ჰემპშირი, როლინგ სტოუნზის მობილური სტუდია; Island Studios, ლონდონი; Sunset Sound, ლოს-ანჯელესი. მიქსი: Island Studios, ლონდონი; Olympic Studios, | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ჟანრი |
მძიმე როკი ბლუზ-როკი ფოლკ-როკი მძიმე მეტალი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ხანგრძლივობა | Script error: No such module "hms". | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლეიბლი | Atlantic Records | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
პროდიუსერი | ჯიმი პეიჯი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლედ ზეპელინი — ქრონოლოგია | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
Led Zeppelin IV — ინგლისური მძიმე როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის მეოთხე სტუდიური ალბომი. ჯიმი პეიჯის პროდიუსერობით ეს ალბომი იწერებოდა 1970 წლის დეკემბრიდან 1971 წლის მარტამდე, სხვადასხვა სტუდიაში, რომელთა შორის ვიქტორიანული ეპოქის ჰედლი გრეინჯი გამოირჩევა. ჯგუფის 1970 წლის ალბომის Led Zeppelin III შემდეგ, რომელმაც კრიტიკოსთა შედარებით გულგრილი შეფასებები მიიღო, პეიჯმა გადაწყვიტა, რომ მეოთხე ალბომი უსათაურო იქნებოდა. ამ მიზეზით და გარეკანის დიზაინის გამო, რომელზეც ჯგუფის ყოველი წევრის სიმბოლო იყო გამოსახული, ალბომს უწოდებენ მეოთხე ალბომს, ოთხ სიმბოლოს, Untitled-ს, Runes-ს, The Hermit-ს და ZoSo-ს (ასე ეწოდება პეიჯის სიმბოლოსაც).[1] უსათაურობის გარდა, ორიგინალურ გარეკანზე არ იყო წარმოდგენილი ჯგუფის სახელწოდებაც, ვინაიდან კოლექტივს პრესის მხრიდან ზედმეტი ზეწოლის თავიდან ასაცილებლად ანონიმურად დარჩენა სურდა.Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Led Zeppelin IV-ს კომერციული და კრიტიკული წარმატება ხვდა წილად. მასში შეტანილია ჯგუფის ცნობილი სიმღერები, რომელთა შორის აღსანიშნავია „Black Dog“, „Rock and Roll“, „Going to California“ და ლედ ზეპელინის ხელწერა, „Stairway to Heaven“. ჩანაწერი შედის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში. იგი დღემდე 37 მილიონი ასლის Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ოდენობით იქნა გაყიდული. RIAA-ს მიერ მას მინიჭებული აქვს 23 გზის პლატინა. აშშ-ში იგი ყველა დროის გაყიდვადი ალბომების სიის მესამე პოზიციას იკავებს.[2] სხვადასხვა ავტორი ალბომს ხშირად უთითებს როკის უდიდესი ალბომები სიებში. ჩაწერათავდაპირველად ალბომი იწერებოდა ლეიბლის Island Records მიერ გახსნილ Basing Street Studios-ში (ლონდონი), იმავე დროს, როდესაც ჯეთრო ტალი 1970 წლის დეკემბერში იწერდა ალბომ Aqualung.[3] Fleetwood Mac-ის შემოთავაზებით,[4] ჯგუფი ჰედლი გრეინჯში, ვიქტორიანული ეპოქის სახლში გადავიდა, რომელიც ინგლისში, დასავლეთ ჰემპშირში მდებარეობდა. აქ ჯგუფი იყენებდა როლინგ სტოუნზის კუთვნილ პორტატულ სტუდიას. ჯიმი პეიჯი მოგვიანებით იხსენებდა: „გვესაჭიროებოდა სიმყუდროვე, სადაც ჭიქა ჩაის მივირთმევდით, ბაღში გავივლიდით და გავაკეთებდით, რასაც ვისურვებდით.“[5] მშვიდი, ატმოსფერული გარემოთი ჯგუფს სხვა უპირატესობებიც ჰქონდა. დეივ ლუისი განმარტავს, რომ ჰედლი გრეინჯში ცხოვრებისას დაიწერა და ჩაიწერა ალბომის ბევრი სიმღერა.[5] მას შემდეგ, რაც ჩაწერილი იქნა ძირითადი სიმღერები, ჯგუფმა გადაწყვიტა Island Studios-ში გადასვლა, სადაც დამატებითი პარტიები ჩაწერა. ძირითადი ფირები ამის შემდეგ ლოს-ანჯელესის Sunset Sound-ში იქნა გაგზავნილი, სადაც ხმის მიქსი მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მიქსი ნაკლებად დამაკმაყოფილებელი იყო, რის გამოც ალბომის გამოცემა გადაიდო. ლონდონში ხმის მიქსზე დამატებითი მუშაობის გამო საბოლოო გამოცემას ადგილი ჰქონდა მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ.[5] სესიების დროს ჩაწერილი კიდევ სამი სიმღერა, „Down by the Seaside“, „Night Flight“ და „Boogie with Stu“ (ჩაწერილი როლინგ სტოუნზის თანადამაარსებელ იენ სტიუარტთან ერთად, რომელიც სიმღერაში ფორტეპიანოზე უკრავს) ალბომში არ შეიტანეს, მაგრამ ისინი ოთხი წლის შემდეგ ორმაგ ალბომ Physical Graffiti-ზე გამოვიდა. ალბომის სათაურიLed Zeppelin III-ის გულგრილი შეფასებების შემდეგ, რომლებიც ხოლმე უწესრიგო და უპატივცემულოც კი იყო, პეიჯმა გადაწყვიტა, რომ ლედ ზეპელინის შემდეგი ალბომი გამოვიდოდა სათაურის გარეშე, მაგრამ იქნებოდა წარმოდგენილი ოთხი სიმბოლოთი და ჩანაწერის სტიკერით. ჯგუფის თითოეულ წევრს უნდა აერჩია სიმბოლო, რომელის მას წარმოადგენდა.[4] „გადავწყვიტეთ, რომ მეოთხე ალბომზე მოვერიდებოდით ჯგუფის სახელი მითითებას და გარედან არავითარი ინფორმაცია განთავსდებოდა“, განმარტავდა პეიჯი. „სახელები, სათაურები და სხვა საკითხები, რომლებიც როლს არ თამაშობენ.“[6] პეიჯმა აგრეთვე განაცხადა, რომ ალბომის გარეკანზე ყოველგვარი ტექსტური ინფორმაციისგან თავის შეკავება იყო გადაწყვეტილება, მიღებული პრეს-აგენტთან საუბრის შემდეგ, რომელიც მას ეწინააღმდეგებოდა. უკანასკნელი თვლიდა, რომ ჩაწერის და ტურნეების გარეშე ერთი წლის თავზე ასეთი ნაბიჯი „პროფესიონალური თვითმკვლელობის“ ტოლფასი იქნებოდა.[7] მისივე სიტყვებით: „მოხდა ისე, რომ ძალიან გვწამდა იმის, რასაც ვაკეთებდით.“[7] 2010 წელს The Times-თან საუბარში მან განაცხადა:
ალბომის ოფიციალური სათაურის გარეშე გამოცემამ ჩანაწერის ამოცნობა გაართულა. ზოგიერთი მას Led Zeppelin IV-ს უწოდებდა, Atlantic Records-ის კატალოგებში მითიტებული იყო სათაურები Four Symbols და The Fourth Album. სათაური ZoSo მან ალბომზე წარმოდგენილი პეიჯის სიმბოლოს გამო შეიძინა. აგრეთვე ცნობილია Untitled და Runes.[5] პეიჯი ალბომს ინტერვიუებში ხშირად უწოდებს მეოთხე ალბომსა და Led Zeppelin IV-ს. [7][9][10] პლანტი მას უბრალოდ მეოთხე ალბომს უწოდებს. ალბომს სათაური არა მხოლოდ გამოსაჩენი მხრიდან, არამედ რომელიმე სხვა არეშიც არ აქვს. გრამფირფიტის ორიგინალურ გამოცემაზე გარედან აგრეთვე არ არის მითითებული ნომერი კატალოგში. ოთხი სიმბოლოჯგუფის ყოველი წევრის მიერ პირადი სიმბოლოს არჩევის იდეა პეიჯს ეკუთვნოდა.[7] 1977 წლის ინტერვიუში იგი იხსენებდა:
პეიჯი აცხადებდა, რომ თავად შექმნა საკუთარი სიმბოლო[4][5] და მისი ახსნა-განმარტება საჯაროდ არასოდეს გაუკეთებია. თუმცა, თვლიან, რომ სიმბოლო სინამდვილში 1557 წელს, სატურნის ნიშნის სახით შემუშავდა. [11][12] ამ სიმბოლოს ხოლმე ZoSo-ს უწოდებენ, თუმცა პეიჯი განმარტავდა, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, იგი სიტყვა არ უნდა ყოფილიყო.[4] ბას-გიტარისტ ჯონ პოლ ჯოუნსის სიმბოლო, არჩეული რუდოლფ კოხის ნიშნების წიგნიდან [4] არის წრე, რომელშიც მოქცეულია სამი Vesica piscis, ტრიკვეტრი. იგი ასახავს პიროვნებას, რომელშიც ერთად არის თავმოყრილი თავდაჯერებულობა და კომპეტენტურობა.[5] დრამერ ჯონ ბონემის სიმბოლო, სამი გაერთიანებული წრე, არჩეული იქნა იგივე წიგნიდან.[4] იგი წარმოადგენს სამეულს - დედას, მამას და შვილს,[5][13] თუმცა, გადაბრუნებული სახით იგი აგრეთვე ჰგავს ბალანტინის ლუდის ლოგოს.[5] ვოკალისტ რობერტ პლანტის მიერ არჩეული ბუმბულის სიმბოლო მისი საკუთარი დიზაინით იქნა შექმნილი. იგი ეფუძნება პაციფიდის გამქრალი ცივილიზაციის სიმბოლოს.[4][5] ![]() მეხუთე, უფრო მცირე სიმბოლო, არჩეული იქნა „The Battle of Evermore“-ში მონაწილე მოწვეულ ვოკალისტ სენდი დენის მიერ. იგი წარმოდგენილია ალბომის ანოტაციებში, გრამფირფიტის შიდა მხარეს. ორთოგრაფიულად წარმოადგენს ვარსკვლავს, ხოლო ვიზუალურად გამოტანილია, როგორც ერთმანეთზე წვერებით მიერთებულ სამი სამკუთხედი. ლედ ზეპელინის 1971 წლის დიდი ბრიტანეთის ზამთრის ტურნეს მსვლელობისას (რომელიც შედგა ალბომის გამოსვლის შემდეგ) ჯგუფი სიმბოლოებს სასცენო ტექნიკაზე იყენებდა. პეიჯის სიმბოლო Marshall-ის გამაძლიერებელზე იყო გამოტანილი, ბონემის - ბას-დოლზე, ჯოუნსის - Fender Rhodes-ის ფორტეპიანოს კორპუსზე, ხოლო პლანტის ბუმბული ერთ-ერთ გამაძლიერებელზე გამოსახეს. ჯგუფის შემდგომი საკონცერტო ტურნეებისთვის დატოვეს მხოლოდ პეიჯისა და ბონემის სიმბოლოები.[14] ალბომის გარეკანი და შიდა გაფორმებაალბომის გაფორმებაში გამოყენებულია XIX საუკუნეში ზეთის საღებავით დახატული ნამუშევარი. იგი პლანტის მიერ რედინგში იქნა შეძენილი.[4][5][15] ამის შემდეგ იგი ჩამოკიდეს გარეუბანში, ნახევრად დანგრეული სახლის კედელზე, რათა ფოტოსურათი მიეღოთ. პეიჯი ამბობდა, რომ მეოთხე ალბომის ყდა ქალაქის/სოფლის დიქოტომიის ეფექტის შექმნას ისახავდა მიზნად, რომელიც უკვე წარმოჩნდა Led Zeppelin III-ზე:
თუმცა, ალბომის გარეკანზე საუბრისას, იგი აგრეთვე აცხადებდა:
სამეფო ფოსტამ ალბომის გარეკანი აირჩია ათ სხვა გარეკანთან ერთად საფოსტო მარკების „კლასიკური ალბომების გარეკნების“ სერიისთვის, რომელიც 2010 წლის იანვარში გამოვიდა.[17] შიდა ილუსტრაცია, რომელსაც „მწირი“ ეწოდება, ეკუთვნის ბერინგტონ კოლბი მომს. იგი შეიქმნა ამავე სახელწოდების მქონე ბანქოს ბარათის გავლენით, რომელიც ტაროში შედის.[5] მოგვიანებით ეს პერსონაჟი პეიჯის მიერ განსახიერებული იქნა ფილმში The Song Remains the Same (1976). შიდა ნახატი აგრეთვე ცნობილია, როგორც „ხედი ცვალებადი ნათების ნახევარში“. იგი 1981 წელს ამ სახელწოდებით აუქციონზე იქნა გაყიდული.[18] არსებობს ალბომის გაფორმების სხვადასხვა ვერსია. მაგალითად, რამდენიმე მათგანზე გამოსახულია მთხოვნელი, რომელიც მიცოცავს მთაზე. სხვა ვერსიებში მწირის ფარანზე არ არის გამოსახული ვარსკვლავი. ალბომის გარეკანის შიდა მხარის სარკის წინ ვერტიკალურად მოთავსებისას მწირის ქვეშ, ლოდებში ჩანს ადამიანის სახე. სხვადასხვა ვარაუდით, იგი სინამდვილეში შავ ძაღლს ეკუთვნის.[18] სიმღერის „Stairway to Heaven“ ტექსტი, დაბეჭდილი გრამფირფიტის კონვერტზე, პეიჯის მიერ მომზადდა. მან შრიფტი მოძებნა ძველ ჟურნალში, რომელსაც The Studio ერქვა და XIX საუკუნეში იყო გამოცემული. მისი აზრით, შრიფტი საინტერესო იყო. უცნობმა პიროვნებამ მოამზადა ამ სტილის მთლიანი ანბანი.[15] გამოცემა და შეფასებაალბომის გამოცემამდე გამოქვეყნდა პრომო-მასალების მთელი სერია, ჯგუფის წევრთა სიმბოლოების სახით, რომლებიც გავრცელდა მუსიკალურ პრესაში.[5] ალბომმა გამოცემისთანავე სწრაფად გაყიდვა დაიწყო. იგი ბრიტანეთის ჩარტების #10 პოზიციაზე მოხვდა, შემდეგ კვირაში პირველ პოზიციაზე გადავიდა, ხოლო საერთო ჯამში ამ ქვეყნის ჩარტებში 77 კვირის მანძილზე დარჩა.[5] აშშ-ში იგი ჩარტებში ლედ ზეპელინის რომელიმე სხვა ალბომთან შედარებით უფრო დიდი ხნით დარჩა და იქცა აშშ-ში ყველაზე გაყიდვად ალბომად, რომელიც ამავე დროს ჩარტების სათავეში არ მოქცეულა (იგი მხოლოდ #2 პოზიციამდე ავიდა).[5] ლუისი წერს: „ზეპელინის მეოთხე ალბომი მათ კატალოგში ყველაზე მტკიცედ გაყიდვადი, კრიტიკულად ყველაზე შთამბეჭდავი და კარიერის ყველაზე კომერციულად დიდი წარმატება იყო.“[5] იგი აგრეთვე ერთხელ დასახელდა მსოფლიოს ხუთ ყველაზე გაყიდვად ალბომს შორის.[19] Led Zeppelin IV-მა კრიტიკოსებისგან აურაცხელი ქება-დიდება მიიღო.[19] როლინგ სტოუნში იმ დროის გამოქვეყნებულ მიმოხილვაში, ლენი კეიმ მას უწოდა ჯგუფის ყველაზე კარგი ალბომი და სიმღერების ნაირფეროვნება აღნიშნა - „რვა ჩანაწერიდან, არც ერთი სხვას არ უშლის და არ ცდილობს, ზედმეტად ბევრი მოახდინოს.“[20] Billboard-მა მას უწოდა „ელექტროსადგური-ალბომი“, რომელსაც გააჩნდა ჯგუფის წინა ალბომების კომერციული პოტენციალი.[21] რობერტ კრისტგოუმ, The Village Voice-ისთვის მიმოხილვის მომზადებისას თავდაპირველად Led Zeppelin IV გულგრილად შეაფასა, მოგვიანებით კი ალბომს „ჟანრის შედევრი უწოდა“,[22] დასძინა რა, რომ ჩანაწერი ჯგუფს სიმღერების შექმნის მხრივ მწვერვალზე ყოფნის პერიოდში ასახავს.[23] მიუხედავად იმისა, რომ მას შუა საუკუნეების მუსიკალური იდეები ტიპურად შეზღუდულად მიაჩნდა, კრიტიკოსმა აღნიშნა, რომ ეს არის „ლედ ზეპელინისთვის და, მაშასადამე, მძიმე მეტალისთვის რჩეული ალბომიც.“[24] Allmusic-ისთვის შეფასების მომზადებისას, სტივენ ტომას ერლეუაინმა აღნიშნა, რომ „ალბომი ქმნის არა მხოლოდ ლედ ზეპელინს, არამედ 1970-იანი წლების მძიმე როკის ჟღერადობასა და სტილს, მოიცავს რა მძიმე მეტალს, ხალხურ მუსიკა, ნამდვილ როკ-ენ-როლსა და ბლუზს.“ [25] მძიმე მეტალის ჟანრის ალბომების მეგზურში Spin-ის ჯო გროსი აღნიშნავდა, რომ Led Zeppelin IV არის „მონოლითური ქვაკუთხედი“.[26] BBC Music-ის დერილ ისლიმ აღნიშნა, რომ ალბომმა ჯგუფს მსოფლიო წარმატება მოუტანა და ეფექტურად შეათავსა მესამე ალბომის ხალხური მუსიკის იდეები და მეოთხე ალბომის მძიმე როკის სტილი.[27] ლედ ზეპელინის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის ბიოგრაფიაში ალბომი აღწერილი იქნა, როგორც „ხალხური მუსიკისა და მძიმე როკის მიმართულებების სრულად გაცნობიერებული ჰიბრიდი.“[28] მუსიკალურ ჟურნალისტ ჩაკ ედის მიერ 1991 წელს გამოცემულ წიგნში ჯოჯოხეთის კიბე: სამყაროს 500 საუკეთესო მძიმე-მეტალ ალბომი იგი დასახელდა ყველა დროის #1 მეტალ-ალბომად.[29] ჯილდოები და აღიარება2000 წელს Led Zeppelin IV Q-ს მიერ დასახელდა ყველა დროის რიგით 26-ე უდიდეს ბრიტანულ ალბომად.[30] 2002 წელს Spin-ის ჩაკ კლოსტერმენის მიერ იგი ყველა დროის რიგით მეორე უდიდეს მეტალ-ალბომად დასახელდა და აღინიშნა, როგორც „ყველაზე ცნობილი მძიმე როკ ალბომი“, აგრეთვე, როგორც ალბომი, რომელმაც უნებლიეთ შექმნა მეტალი - „წარმოშვა ყველაფერი, რაც ჟღერს, იგრძნობა ან მეტალის ფარული გემოც აქვს“. [31] 2003 წელს ალბომი როლინგ სტოუნის მიერ შედგენილ ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის სიის 66-ე პოზიციაზე მოხვდა.[32] ჩანაწერი აგრეთვე Pitchfork Media 1970-იანი წლების რიგით მეშვიდე საუკეთესო ალბომად დასახელდა.[33]
(*) აღნიშნავს უწესრიგო სიებს. სიმღერების სიაLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted დელუქს გამოცემის დამატებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჩარტები
სერტიფიცირებებიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერსონალი
სქოლიო
რესურსები ინტერნეტში
|
- Pages with script errors
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - სექტემბერი 2024
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- მუსიკის ინფოდაფები ტიპის უცნობი პარამეტრით
- Certification Table Entry usages for Argentina
- Pages using Certification Table Entry with unsupported award
- Certification Table Entry usages for Australia
- Certification Table Entry usages for Brazil
- Certification Table Entry usages for Canada
- Certification Table Entry usages for France
- Certification Table Entry usages for Germany
- Certification Table Entry usages for Italy
- Certification Table Entry usages for Netherlands
- Certification Table Entry usages for Spain
- Certification Table Entry usages for Switzerland
- Certification Table Entry usages for United Kingdom
- Certification Table Entry usages for United States
- ლედ ზეპელინის ალბომები
- 1971 წლის ალბომები
- Atlantic Records-ის ალბომები
- ალბომები ჯიმი პეიჯის პროდიუსერობით