ლურჯი კაპარჭინა
იერსახე
ლურჯი კაპარჭინა (ლათ. Abramis ballerus) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ, მასა 600 გ აღწევს. ზედა ნაწილს მოლურჯო ელფერი დაჰკრავს. გვერდები და მუცელი ვერცხლისებრ-თეთრია და ოქროს ელფერი აქვს. ბინადრობს დიდ ტბებსა და მდინარეებში. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილოეთის, ბალტიის, შავი, აზოვის, კასპიის ზღვებში. იკვებება ზოოპლანქტონით.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 314.