მინტაი
მინტაი (ლათ. Gadus chalcogrammus) — თევზი ვირთევზასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 55 სმ-ს აღწევს, მასა 1,5 კგ-მდე.[1] აქვს 2 ანალური (სიგრძით თითქმის ტოლი) და 3 ზურგის ფარფლი, კუდის ფარფლი მცირედაა ამოკვეთილი. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი ნაწილის ზღვებში, ბერინგის სრუტიდან კორეამდე და ჩრდილოეთ კალიფორნიამდე, 500–700 მეტრის სიღრმეზე. სქესობრივ სიმწიფეს 3–4 წელში აღწევს. ტოფობს გაზაფხულზე ან ზაფხულის დასაწყისში (ბერინგის ზღვაში). ქვირითი პელაგური და წვრილია. მრავალრიცხოვანი თევზია.[2] იკვებება წვრილი კიბოსნაირებითა და თევზებით. მისი ღვიძლი შეიცავს ვიტამინებით მდიდარ ქონს. მინტაის სარეწაო მნიშვნელობა აქვს, წლიურად 2,5 მლნ. ტონას იჭერენ.[1]
ადრე Theragra-ს გვარში შედიოდა. ნორვეგიის ზღვაში დაჭერილი რამდენიმე ეგზემპლარის საფუძველზე აღწერეს მეორე სახეობა — ატლანტური მინტაი (Т. finnmarchica),[2] რომელიც დღეს ცალკე სახეობად აღარ მიიჩნევა.[3]
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 8.
- ↑ 2.0 2.1 თარგი:დრე წიგნი
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted