მოჩვენებისებრნი
იერსახე
მოჩვენებისებრნი, ჩხირულები (ლათ. Phasmoptera), მწერების რიგი. აქვთ წაგრძელებული ან ბრტყელი სხეული, რომლის სიგრძე 30-35 სმ აღწევს. არასრული გარდაქცევის მწერებია. ფრთები არ გააჩნიათ. გვხვდებიან ბალახოვან მცენარეებზე, ხეებსა და ბუჩქებზე. რიგში 2500-მდე სახეობაა, ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, აქედან 6 (გვარი Ramulus) გვხვდება ამიერკავკასიაში, შუა აზიაში, სამხრეთ ყაზახეთში, ერთი — შორეულ აღმოსავლეთში. მოჩვენებისებრნი მცენარეული საკვებით იკვებებიან. ზოგი მავნებელია.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 151.
რესურსები ინტერნეტში
- [1] Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Phasmatodea.org/ჩხირულები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted