შინაარსზე გადასვლა

ვასკო და გამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:19, 16 იანვარი 2024-ის ვერსია, imported>L H R B S20 (მომხმარებლის 185.115.137.43 ცვლილებების გაუქმება (№4609738))
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
ვასკო და გამა
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მშობლიური სახელი Vasco da Gama
დაბადების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
გაუჩინარდა Script error: No such module "Separated entries".
გარდაცვალების თარიღი Script error: No such module "Separated entries".
დაკრძალულია Script error: No such module "Separated entries".
ეროვნება პორტუგალიელი
საქმიანობა მოგზაური
წოდება Script error: No such module "Separated entries".
მშობლები Script error: No such module "Separated entries".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ვასკო და გამა (პორტ. Vasco da Gama; დ. 1460 ან 1469 — გ. 24 დეკემბერი, 1524) — პორტუგალიელი მოგზაური, რომელმაც პირველად გაცურა ევროპიდან ინდოეთამდე, კეთილი იმედის კონცხის გავლით. ვასკო და გამამ კონცხს დეკემბერში შემოუარა და აღმოსავლეთის მიმართულებით იცურა აფრიკის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მალინდიმდე. აქ ლოცმანი აიყვანა და მას ფლოტის ინდოეთის ოკეანეში შეყვანა დაავალა. ინდოეთში მისდამი დიდი პატივისცემა არ გამოუხატავთ, თუმცა პორტუგალიაში გმირად მიიღეს, რადგან ქვეყანამ ამ ახალი გზით სანელებლებით სარფიანად ვაჭრობისა და აღმოსავლეთის მიწების კოლონიზების შესაძლებლობა მიიღო.

პირველი მოგზაურობა

ფაილი:Gama route 1.svg
მოგზაურობის მარშრუტი

1488 წელს პორტუგალიაში დაბრუნებულმა ბარტოლომეუ დიაშმა საანგარიშო მოხსენებაში დაადასტურა, რომ არსებობდა ინდოეთისაკენ მიმავალი საზღვაო გზა. მიუხედავად ამისა, 10 წელი მაინც გავიდა, ვიდრე კიდევ ერთი ექსპედიცია გაიგზავნებოდა. 1497–98 წლებში ოთხმა კარგად აღჭურვილმა გემმა, რომელთაც ვასკო და გამა მეთაურობდა სამხრეთ აფრიკისკენ, მერე კი ჩრდილოეთით, აღმოსავლეთ სანაპიროზე აიღო გეზი. მიუხედავად იმისა, რომ ქარიშხალი და ოკეანის ძლიერი დინებები მოგზაურობას აძნელებდა, ფლოტმა მაინც მიაღწია მალინდიმდე. აქ ვასკო და გამამ დაიქირავა ლოცმანი. 23 დღის შემდეგ მიაღწია ინდოეთის დასავლეთ სანაპიროს. პორტუგალიელთა იმედი, რომ კალკუტაში სანელებლებს იყიდდნენ, გაცრუვდა, რაჯამ სანაცვლოდ ოქრო მოითხოვა. ვასკო და გამა იძულებული გახდა, უკან გამობრუნებულიყო.

1515 წელს მეფე მანუელ I-მა ვასკო და გამას მოგზაურობის უკვდავსაყოფად ლისაბონში ბელენის ციხესიმაგრე ააგო. 1524 წელს ვიცე-მეფედ დაინიშნა, თუმცა ჩასვლიდან რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

რესურსები ინტერნეტში