განახლებადი ენერგია
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/85/Windkraftanlagen_D%C3%A4nemark_gross.jpg/250px-Windkraftanlagen_D%C3%A4nemark_gross.jpg)
განახლებადი ენერგია ანუ რეგენერაციული ენერგია — მიიღება ისეთი წყაროებიდან, რომელიც ითვლება ამოუწურავად. განახლებადი ენერგიის გამოყენების ძირითადი პრინციპია ის, რომ ხდება გარემოში მიმდინარე პროცესების გამოყენება ტექნიკური მიზნით.
განახლებადი ენერგიის პირველადი წყაროები შეიძლება იყოს სხვადასხვა.
- მზის თერმობირთვული რეაქცია.
- მიწის ელემენტების რადიაქტიური გახლეჩა.
- კოსმოსური სხეულების, კერძოდ, დედამიწის ბრუნვა თავის ღერძის გარშემო.
დედამიწაზე ენერგია ამ პირველადი წყაროებიდან წარმოგვიდგება ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის, მოქცევის და უკუქცევის, მზის სინათლის, გეოთერმული ენერგიის და ბიოენერგიის ფორმით.
რესურსები ინტერნეტში
- ვიკისაწყობის ლოგო შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „განახლებადი ენერგია“ ვიკისაწყობში.
- განახლებადი ენერგიის მიმოხილვა — აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო