გოტიკა
გოტიკური ხელოვნება — შუასაუკუნოვანი ხელოვნების სტილი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჩ.წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ჩაენაცვლა რომანულ სტილს. ტერმინი გოტიკა უფრო ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობებთან. თუმცა, იგი მოიცავს ამავე პერიოდის ხელოვნების სხვა სფეროებსაც — ქანდაკებას, ფერწერას, ვიტრაჟს, ფრესკას და ა.შ.
გოტიკა გერმანიაში, XII საუკუნის შუა პერიოდში წარმოიშვა. XIII საუკუნეში იგი გავრცელდა საფრანგეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და ინგლისის ტერიტორიებზე. იტალიაში იგი უფრო მოგვიანებით მოხვდა და გამოიწვია ე.წ. „იტალიური გოტიკის“ წარმოშობა. XIV საუკუნის დასაწყისში ევროპა მოიცვა ე.წ. „ერთაშორისო გოტიკამ“. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გოტიკამ მოგვიანებით შეაღწია და დაახლოებით XVI საუკუნემდე იარსება.
ხელოვნების ამ განხრის შენობებთან და ზოგადად, ნამუშევრებთან მიმართებაში, რომლებიც შეიქმნა XIX საუკუნის შუა პერიოდში, გამოიყენება ტერმინი „ნეოგოტიკა“.
XIX საუკუნის დასაწყისიდან ტერმინი „გოტიკური რომანი“ აღნიშნავს რომანტიზმის ეპოქის ლიტერატურულ ჟანრს — „იდუმალებისა და საშინელებათა“ ლიტერატურას (ასეთი ნაწარმოებების განვითარება ხშირად მიმდინარეობდა გოტიკურ სასახლეებსა თუ მონასტრებში). 1980-იან წლებში ტერმინ გოტიკის გამოყენება დაიწყეს ახლად წარმოშობილ ჟანრთან, გოტიკურ როკთან მიმართებაში, მოგვიანებით კი ასე უწოდებდნენ სუბკულტურასაც („გოტიკური სუბკულტურა“).
რესურსები ინტერნეტში
- გოტიკური ხელოვნება და არქიტექტურა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- გოტიკური ხელოვნება საიტზე ArtCyclopedia.com
- გოტიკური ხელოვნება, Encyclopædia Britannica
- გოტიკური ხელოვნება( Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 2009-10-31), Microsoft Encarta.
- გოტიკური ხელოვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, The Columbia Encyclopedia, მეექვსე გამოცემა. 2001.
- გოტიკური ხელოვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Museumsportal Schleswig-Holstein
- გოტიკური ხელოვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, "მსოფლიო ხელოვნების ისტორია" და გოტიკური და ადრეული რენესანსი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
- გოტიკა: ხელოვნება ინგლისისთვის 1400–1547. ვიქტორიას და ალბერტის მუზეუმი. ციტირების თარიღი: 2007-06-08.