შინაარსზე გადასვლა

ჭამა (სამართლის ისტორია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
09:49, 9 სექტემბერი 2019-ის ვერსია, imported>Gobrona
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი „ჭამა“ — ძველ საქართველოში ქონებით სარგებლობა, მისგან შემოსავლის მიღება. ამ მნიშვნელობის ტერმინდად „ჭამა“ XIII საუკუნიდან დასტურდება, მაგ., შემდეგი სახით: ადგილ-მამულისა და ცალკეული სავარგულის, შენობის, აგრეთვე საწარმოს ექსპლუატაცია თავის სასარგებლოდ; მამულის შემოსავლის „ჭამა“ სისხლის ანგარიშში; გირაოს „ჭამა“ სარგებელში; თანამდებობრივი შემოსავლის, მაგ., მოურავობის „ჭამა“ და სხვ. შესაბამის ქონებას თუ საშემოსავლო წყაროს „სამჭმო“ ეწოდებოდა, ნასარგებლევს კი — „ნაჭამი“.

ლიტერატურა