შინაარსზე გადასვლა

სამხრეთი კუნძული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
21:02, 30 სექტემბერი 2023-ის ვერსია, imported>InternetArchiveBot (გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 1 მკვდრად.) #IABot (v2.0.9.5)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი

სამხრეთი კუნძული
მშობ. სახელი: ინგლ. South Island
მაორი. Te Wai-pounamu
ფაილი:South Island 2007-12-07.jpg
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფართობი 150 437 კმ²
უმაღლესი წერტილი 3754 მ
კუკის მთა
დემოგრაფია
მოსახლეობა 1 048 300 (2013)
სიმჭიდროვე 6,97 ად. /კმ²

სამხრეთი კუნძული (ინგლ. South Island, მაორი. Te Wai-pounamu) — ახალი ზელანდიის ყველაზე დიდი კუნძული.

გეოგრაფია

კუნძულის ფართობია — 150 437[1] კმ², ეს სიდიდით მე-12 კუნძულია მსოფლიოში.

სამხრეთი კუნძული გამოყოფილია კუკის სრუტით ჩრდილოეთი კუნძულისაგან. კუნძულის მთელ სიგრძეზე გადაჭიმულია სამხრეთი ალპები, რომლეზეც მდებარეობს ახალი ზელანდიის უმაღლესი თოვლიანი მწვერვალი კუკის მთა (3754 მ). ამ კუნძულის 18 პიკი მაღალია 3000 მეტრზე. მთებში დაახლოებით 360 მყინვარია. მათ შორის ყველაზე დიდია ტასმანის მყინვარი, ფრანც-იოსების მყინვარი და ფოქსის მყინვარი. პლეისტოცენური გამყინვარების ეპოქაში მყინვარებს ჰქონდათ დიდი სიმძლავრე და არაერთხელ ეშვებოდნენ აღმოსავლეთით მდებარე კენტერბერის ვაკეზე და ეკავათ მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთით თანამედროვე ოტაგოს რეგიონში. ამ რაიონებისათვის დამახასიათებელია ღრმა U-ს მსგავსი ველები, ძლიერ განცალკევებული რელიეფი და წაგრძელებული ფორმის ცივი ტბებიტე-ანაუ, მანაპოური, უაკატიპუ და ჰაუეა. ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩანჩქერიასატერლენდი (580 მ). სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს სუთლენდის დაბლობი და ოტაგოს პლატო. ჰავა სუბტროპიკულია, ზღვისა, უკიდურეს სამხრეთ ნაწილში — ზომიერი.

კუნძულზე მდებარეობენ ისეთი ენდემური სახეობების არეალები, როგორიცაა თუთიყუში კეა (ლათ. Nestor notabilis).

მოსახლეობა

2013 წლის შეფასებით, კუნძულზე ცხოვრობს 1 048 300 ადამიანი[2], რაც დაახლოებით შეადგენს ახალი ზელანდიის მთელი მოსახლეობის 24 %-ს. კუნძულზე მდებარე დიდი ქალაქებია — დანიდინი და კრაისტჩერჩი. მთავარი ქალაქია კრაისტჩერჩი.

ადმინისტრაციული წყობა

ადმინისტრაციულად სამხრეთი კუნძული იყოფა შვიდ რეგიონად:

შეცდომა: სურათი მცდარია ან არ არსებობს

№ რუკაზე რეგიონი რეგიონული საბჭო ადმინისტრაციული ცენტრი კუნძული ფართობი
(კმ²)[3]
მოსახლეობა[4]
ად. (2013)
ISO 3166-2
10 ტასმანი (1) ტასმანის რაიონული საბჭო რიჩმონდი სამხრეთი 9786 47 157 NZ-TAS
11 ნელსონი (1) ნელსონის საქალაქო საბჭო ნელსონი სამხრეთი 445 46 437 NZ-NSN
12 მარლბორო (1) მარლბოროს რაიონული საბჭო ბლენემი სამხრეთი 12 484 43 416 NZ-MBH
13 უესტ-კოსტი უესტ-კოსტის რეგიონული საბჭო გრეიმუთი სამხრეთი 23 336 32 148 NZ-WTC
14 კენტერბერი კენტერბერის რეგიონული საბჭო კრაისტჩერჩი სამხრეთი 45 346 539 436 NZ-CAN
15 ოტაგო ოტაგოს რეგიონული საბჭო დანიდინი სამხრეთი 31 990 202 467 NZ-OTA
16 საუთლანდი საუთლანდის რეგიონული საბჭო ინვერკარგილი სამხრეთი 34 347 93 339 NZ-STL
სულ 157 734 1 004 400

(1) ამ რეგიონებს მართავს უნიტარული სამმართველო.

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. Quick Facts - Land and Environment : Geography - Physical Features. Statistics New Zealand (2000). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 13 August 2012.
  2. ახალი ზელანდიის მოსახლეობის შეფასება (2013 წელი)[მკვდარი ბმული]
  3. Living Density: Table 1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Housing Statistics, Statistics New Zealand. Accessed 25 January 2009. Areas are based on 2001 boundaries. Water bodies greater than 15 hectares are excluded.
  4. მოსახლეობის აღწერა (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-23. ციტირების თარიღი: 2014-09-06.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted