იშტაბი
იერსახე
იშტაბი — მაიას მითოლოგიაში თვითმკვლელობის ქალღმერთი, „ჩამოხრჩობილთა მფარველი ღვთაება“. ასევე ასოცირდება ნაყოფიერებასა და მთვარის დაბნელებასთან. მაიას ტომის ერთ-ერთ ხელნაწერ წიგნში, რომელსაც დრეზდენის კოდექსი ეწოდება, აღნიშნული ქალღმერთი გამოსახულია როგორც თოკზე ჩამოკიდებული ქალი.
ლიტერატურა
- Landa's Relación de las cosas de Yucatán, ed. A.M. Tozzer (1941).
- J.E.S. Thompson, A Commentary on the Dresden Codex. Philadelphia 1972.