შინაარსზე გადასვლა

პროფესორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
12:11, 12 დეკემბერი 2021-ის ვერსია, imported>გიო ოქრო (წაიშალა კატეგორია:განათლება გაჯეტ HotCat-ით)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი პროფესორი (ლათ. professor – მასწავლებელი) — სამეცნიერო წოდება, რომელსაც ანიჭებენ უმაღლესი სასწავლებლების ყველაზე უფრო კვალიფიციურ მასწავლებლებს (აგრეთვე სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა მეცნიერ-თანამშრომლებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ სამეცნიერო-კვლევით მუშაობას); ამ წოდების მქონე პირი. ტერმინი პროფესორი შემოიღეს რომის იმპერიაში (ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნე — ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნიას დასასრული) გრამატიკოსთა და რიტორთა სკოლების მასწავლებელთა აღსანიშნავად. ადრეულ შუა საუკუნეებში პროფესორს უწოდებდნენ სასულიერო სკოლების, XII საუკუნიდან უნივერსიტეტების მასწავლებლებს.[1] ასისტენტ-პროფესორი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობა[2]; სრული პროფესორი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობის მქონე პირი, რომელიც უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სტუდენტების სამეცნიერო-კვლევით მუშაობას.[3]

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted