ნერკა
იერსახე
ნერკა (ლათ. Oncorhynchus nerka) — წყნარი ოკეანის გამსვლელი და ადგილობრივი თევზი ორაგულის გვარისა. მისი სხეულის სიგრძე 55-60 სმ, მასა 3 კგ აღწევს. გამრავლების პერიოდში მკვეთრი წითელია. მაის-ივლისში შედის კამჩატკის მდინარეებში. ტოფობს ზაფხულის ბოლოდან შუა ზამთრამდე წყაროებსა და ტბებში. ქვირითს ფლავს ხრეშიან გრუნტში. ტოფობის შემდეგ დედალ-მამალი კვდება, მოზარდები კი ერთი წელი და მეტიც სატოფე ადგილებში რჩებიან და აქ ლეშით იკვებებიან. სარეწაო მნიშვნელობის თევზია. აქვს ძვირფასი ხორცი და ქვირითი.
ლიტერატურა
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 393.