შინაარსზე გადასვლა

ოპერაცია ჩამოსხმული ტყვია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
11:48, 28 იანვარი 2015-ის ვერსია, imported>Henry McCleanBot (clean up, removed: {{Link FA|fa}}, {{Link FA|hr}} using AWB)
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted „ჩამოსხმული ტყვია“ (ივრ. מבצע עופרת יצוקה‎ მივცა ოფერეთ იეცუკა) — ღაზის სექტორში ისრაელის მიერ გატარებული ანტიტერორისტული სამხედრო ოპერაციის კოდური სახელწოდება. ოპერაცია დაიწყო 2008 წლის 27 დეკემბერს ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო თავდასხმების აღსაკვეთად.

ექვსთვიანი ზავი ჰამასსა და ისრაელს შორის 2008 წლის 19 დეკემბერს დასრულდა. ჰამასი ადანაშაულებდა ისრაელს ღაზის სექტორზე ბლოკადაში, ხოლო ისრაელი ადანაშაულებდა ჰამასს ისრაელის სამხრეთში ქალაქებისა და დასახლებების დაბომბვაში. ისრაელის მიზანი ამ კონფლიქტში არის პალესტინის ტერიტორიებიდან დაბომბვების შეწყვეტა და ჰამასისთვის შეიარაღების წყაროების მოჭრა. ჰამასი ითხოვს ოპერაციის შეტყვეტას და ბლოკადის მოხსნას.