შინაარსზე გადასვლა

ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადა 1966

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
23:37, 6 იანვარი 2018-ის ვერსია, imported>GiorgiXIII
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted 3-15 ოქტომბერი 1966 ობერჰაუზენი, გერმანია

ისტორია

მეორე ოლიმპიადიდან სამი წლის შემდეგ მოჭადრაკე ქალები გერმანიის პატარა ქალაქ ობერჰაუზენში შეიკრიბნენ. გუნდების რაოდენობა ისევ შემცირდა. ’’ვერა მენჩიკის თასისათვის საბრძოლველად სულ 14 გუნდი გამოვიდა სტარტზე. ფავორიტები კვლავ ცნობილი სახეები იყვნენ. სსრ კავშირის გუნდი, რომლის ღირსებას ნონა გაფრინდაშვილი, ვალენტინა კოზლოვსკაია და ტატიანა ზატულოვსკაია იცავდნენ. მათი მთავარი მეტოქეები რუმინელები (ალექსანდრა ნიკოლაუ, ელიზაბეტა პოლიქრონიადე და მარგარეტა პერევოზნიკი) და იუგოსლავიელები (მილუნკა ლაზარევიჩი, ვერიცა ნედელკოვიჩი და კატერინა იოვანოვიჩი) იყვნენ. ძალთა მაშინდელი გადანაწილებით კარგი გუნდები უნდა ჰყოლოდათ აღმოსავლელ გერმანელებს, ჩეხებს, ბულგარელებს, პოლონელებს და უნგრელებს.

პირველივე ტურში გაიმართა ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი. ერთმანეთს რუმინეთის და საბჭოთა კავშირის გუნდები შეხვდნენ. გაფრინდაშვილი შავებით ეთმაშებოდა ნიკოლაუს, ხოლო კოზლოვსკაია თეთრებით პოლიქრონიადეს. კოზლოვსკაიას ერთმა შეცდომამ პოლიქრონიადეს მოგების შანსი მისცა და მან ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. ამ დროს ნონას მხოლოდ თანაბარი პოზიცია ჰქონდა ნიკოლაუსთან, მან გარისკა და... ანგარიშით 2-0 გაიმარჯვა რუმინეთის ნაკრებმა. იმ დღეს სხვა არც ერთი გუნდი ნულზე არ დამარცხებულა და პირველი ტურის შემდეგ საბჭოთა ნაკრები ბოლო ადგილზე იყო. პირველი დღის სხვა მოულოდნელობა იყო პოლონელების მარცხი დასავლეთ გერმანელებთან. თუმცა როგორც შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა პოლონელები ამ ტურნირისათვის მზად არ აღმოჩდნენ.

უკან დასახევი გზა არ იყო. მეორე ტურში ნონამ და გამოცდილმა ტატიანა ზატულოვსკაიამ გფრ-ს გუნდი მშრალად დაამარცხეს. რუმინელებმა და იუგოსლავიელებმა ქულანახევარი აიღეს ბულგარელებთან და პოლონელებთნ. მესამე ტურში ჩემპიონობის სამივე პრედენდენტმა ორ-ორი ქულა აიღეს, ხოლო მეოთხე ტურში საბჭოთა ნაკრებმა კიდევ შეამცირა ჩამორჩენა. საბჭოელებმა კვლავ 2-0 გაიმარჯვეს. იუგოსლავიელებმა ნახევარი ქულა დაკარგეს ამერიკელებთნ, ხოლო რუმინელებმა ერთი - უნგრელებთნ.

მეხუთე ტურში საბჭოთა ნაკრები უნგრელებს შეხვდა და კვლავ 2-0 მოიგო. მეორე დაფაზე ზატულოვსკაიამ ჟუჟა ვერეცი დაამარცხა, რომელიც პირველად მონაწილეობდა ოლიმპიადაში. რუმინელებმა კვლავ დაკარგეს ნახევარი ქულა, სამაგიეროდ ორი ქულა აიღს იუგოსლავიელებმა და ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

მეექსვე და მეშვიდე ტურებში ქულათ მაქსიმუმი (4) აიღეს რუმინელებმა, 3,5 ქულის მოგროვება შეძლო საბჭოთა ნაკრებმა და სამის იუგოსლავიელებმა. ამრიგად მერვე ტურის წინ ლიდერობდა რუმინეთის გუნდი - 12 ქულით. მას ნახევარი ქულით ჩამორჩბოდნენ საბჭოთა და იუგოსლავიელი მოჭადრაკეები.მერვე და მეცხრე ტურები მძიმე გამოცდა გამოდგა იუგოსლავიის გუნდისათვის. ამ ტურებში ისინი ჯერ რუმინელებს შეხვდნენ, ხოლო შემდეგ საბჭოთა მოჭდრაკეებს. ორივე მატჩი იუგოსლავიელებმა 0-2 წააგეს და პირველობისათვის ბრძოლას გამოეთიშნენ. ამან ისე იმოქმედა მათზე რომ, ლაზარევიჩმა მომდევნო პარტიაც წააგო ბულგარელ მოჭადრაკესთან და მერე საერთოდაც აღარ უთამაშია. მეცხრე ტური გადამწყვეტი აღმოჩნდა რუმინელებისათვის. ამერიკელებთნ მატჩში დაისვენა ალექსანდრა ნიკოლაუმ. თითქოს მეტოქეც არ იყო მაინცადანაინც ძლიერი, მაგრამ, გიზელა გრესერმა და ლიზა ლეინმა ორივე პარტია მოუგეს პოლიქრონიადე- პერევოზნიკის დუეტს. საბჭოთა ნაკრები პირველად გალიდერდა, თანაც სხვაობა მთელი ქულანახევარი იყო და დარჩენილ ოთხ ტურში მისი შენარჩუნება საბჭოელებს აღარ გასჭირვებიათ. ვერა მენჩიკის თასი კვლავ მოსკოვში გამოემგზავრა. იუგოსლავიელები იმ ორი მძიმე მარცხის შემდეგ წელში ვეღარ გასწორდნენ და წინ გდრ-ს გუნდიც გაუშვეს.

სხვა გუნდებიდან პოლონელებზე ზემოთაც ითქვა. აშკარად არ იყო საუკეთესო ფორმაში ჩეხების ლიდერი კვეტა ერეტოვა. ხოლო იანა მალიპეტროვას აშკარად არ ყოფნიდა გამოცდილება. არც უნგრელთა ლიდერები, ევა კარაკაში და ჯულიან ბილეკი, გამოირჩეოდნენ მაინცადამიანც. ახალგაზრდა ჟუჟა ვერეციმ კი სტარტზე ორი წაგების შემდეგ ზედიზედ მოიგო 5 პარტია და ყველას აგრძნობინა თუ რა ძალის მოჭდრაკე გახდებოდა უახლოეს მომავალში. სხვაგვარად იყო საქმე ბულგარელთა გუნდში. მათმა ლიდერმა, ვენკა ასენოვამ პლუს ექვსით დაამთავრა ასპარეზობა პირველ დაფაზე და ჯამში 9,5 ქულა მოაგროვა. აი მეორე და სათადარიგო დაფებმა კი ასენოვას ამ მონაგარს ერთობლივი ძალებით მხოლოდ 4,5 ქულაღა შემატეს. საბჭოთა მოჭადრაკეებმა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება ზედიზედ მესამედ მოიგეს, ხოლო ნონა გაფრინდაშვილმა და ტატიანა ზატულოვსკაიამ საკუთარ დაფებზე გამარჯვებისათვის დამატებით მიიღეს მცირე ოქროს მედლები.

ტექნიკური შედეგები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14
1 სსრკ საბჭოთა კავშირის დროშა 0 1 2 2 1,5 2 2 1,5 2 2 2 2 2 22
2 რუმინეთი 2 ესკიზის შექმნის შეცდომა: 1 2 2 1,5 1 1,5 1,5 0 2 2 2 2 20,5
3 გდრ 1 1 გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა 0,5 1 0,5 1 1 1 2 2 2 2 2 17
4 იუგოსლავია 0 0 1,5 იუგოსლავიის დროშა 1,5 1 1 1 1,5 1,5 1,5 2 2 2 16,5
5 ნიდერლანდები 0 0 1 0,5 ნიდერლანდების დროშა 1 1,5 2 1,5 1,5 2 1,5 1,5 2 16
6 ჩეხოსლოვაკია 0,5 0,5 1,5 1 1 ჩეხოსლოვაკიის დროშა 1 1 1,5 1,5 1 1,5 1 2 15
7 უნგრეთი 0 1 1 1 0,5 1 უნგრეთის დროშა 1 1 2 2 1,5 1,5 1,5 15
8 ბულგარეთი 0 0,5 1 1 0 1 1 ბულგარეთის დროშა 1 2 1 1,5 2 2 14
9 ინგლისი 0,5 0,5 1 0,5 0,5 0,5 1 1 ინგლისის დროშა 1,5 1 1,5 1 1,5 12
10 აშშ 0 2 0 0,5 0,5 0,5 0 0 0,5 აშშ-ის დროშა 1 2 1,5 1 9,5
11 პოლონეთი 0 0 0 0,5 0 1 0 1 1 1 პოლონეთის დროშა 0,5 2 2 9
12 გფრ 0 0 0 0 0,5 0,5 0,5 0,5 0,5 0 1,5 გერმანიის დროშა 2 0,5 6,5
13 დანია 0 0 0 0 0,5 1 0,5 0 1 0,5 0 0 დანიის დროშა 1,5 5
14 ავსტრია 0 0 0 0 0 0 0,5 0 0,5 1 0 1,5 0,5 ავსტრიის დროშა 4

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით

დროშა: სსრკ სსრკ რუმინეთის დროშა გერმანიის დროშა ბულგარეთის დროშა დანიის დროშა უნგრეთის დროშა ჩეხოსლოვაკიის დროშა ნიდერლანდების დროშა პოლონეთის დროშა ესკიზის შექმნის შეცდომა: აშშ-ის დროშა ავსტრიის დროშა ინგლისის დროშა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა + = -
ნონა გაფრინდაშვილი 0 1 1 1 1 0,5 1 1 1 1 0,5 9 11 8 2 1
ვალენტინა კოზლოვსკაია 0 1 1 1 1 0,5 4,5 6 4 1 1
ტატიანა ზატულოვსკაია 1 1 1 1 1 1 1 1 0,5 8,5 9 8 1 0

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები

ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუმინეთი

ალექსანდრa ნიკოლაუ - 8 (+6=4-0), ელიზაბეტა პოლიქრონიადე - 7,5 (+7=1-1), მარგარეტა პერევოზნიკი - 5(+4=2-1).

დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ

ედიტ კელერ-გერმანი - 7(+4=6-1), ვილტრუდა ნოვარა - 2 (+1=2-3), გაბრიელა იუსტი -8 (+7=2-0).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით

პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი დროშა: სსრკ სსრკ 9 11 81,9
ალექსანდრა ნიკოლაუ ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუმინეთი 10,5 14 75,0
ვენკა ასენოვა დროშა: ბულგარეთი ბულგარეთი 7,5 11 68,2
მეორე დაფა ქვეყანა %
ელიზაბეტა პოლიქრონიადე ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუმინეთი 7,5 9 83,3
როვანა ბრიუსი ესკიზის შექმნის შეცდომა:  ინგლისი 7,5 12 62,5
იანა მალიპეტროვა ესკიზის შექმნის შეცდომა:  ჩეხოსლოვაკია 7,5 12 62,5
სათადარიგო დაფა ქვეყანა %
ტატიანა ზატულოვსკაია დროშა: სსრკ სსრკ 8,5 9 94,4
გაბრიელა იუსტი დროშა: აღმოსავლეთი გერმანია გდრ 8 9 88,9
კატერინა იოვანოვიჩი დროშა: იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა იუგოსლავია 7 9 77,7

ლიტერატურა

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში