შინაარსზე გადასვლა

შუახმელეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
20:21, 25 დეკემბერი 2023-ის ვერსია, imported>L H R B S20
(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე შესწორების ჩვენება (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
შუახმელეთი
ბეჭდების მბრძანებლის ადგილმდებარეობა
ფაილი:Baynes-Map of Middle-earth.jpg
შუახმელეთის რუკა, პოლინ ბეინზი, 1970
შემქმნელი ჯ.რ.რ. ტოლკინი
ჟანრი ფენტეზი
ინფორმაცია სამყაროს შიდა საკითხებზე
ტიპი გამოგონილი სამყაროს ცენტრალური კონტინენტი, აგრეთვე ცნობილი როგორც ლეგენდარიუმის მეტონიმი
ფაილი:Middle-earth.jpg
მესამე ეპოქის რუკა

შუახმელეთი (ინგლ. Middle-Earth) — ჯ.რ.რ. ტოლკინის მიერ მოგონილი სამყარო, რომელიც ჩნდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. უშუალოდ, მათში ვალარები და ელფები ებრძვიან მორგოთს, (დაცემულ ვალას) და მის მოდგმას და დამხმარე ძალებს (როგორც წესი, ორკებს, დრაკონებს და დამონებულ ადამიანებს). მოგვიანებით, სხვა საუკუნეებში, მორგოთის დამარცხების შემდეგ, მის ადგილს იკავებს საურონი. ვალართა როლი უშუალოდ გამოიხატება მორგოთთან ბრძოლაში, მაგრამ მათ ასევე შექმნეს ისტარები, რათა დაემარცხებინათ საურონი. ისტარებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი განდალფი იყო. შუახმელეთის ისტორიაში დიდი როლი ითამაშეს ენტებმა და ჰობიტებმაც.

მთავარ სიმბოლოებს შუახმელეთის ისტორიებში წარმოადგენენ:

ტოლკინმა თავად შექმნა შუახმელეთისა და მისი რეგიონების რამდენიმე რუკა. მათი ნაწილი გამოიცა მისი ცხოვრების განმავლობაში, მეორე ნაწილი კი - მოგვიანებით, გარდაცვალების შემდეგ. მთავარი რუკები გამოქვეყნდა „ჰობიტში“ და „ბეჭდების მბრძანებელში“. დამატებითი რუკები გამოჩნდა „სილმარილიონში“, რომელიც პროფესორის გარდაცვალების შემდეგ გამოიცა.

პირველი ეპოქის მოვლენათა დიდი ნაწილი მიმდინარეობს სუბკონტინენტ ბელერიანდზე, რომელიც პირველი ეპოქის დასასრულს დაფარა ოკეანემ.

ტოლკინის თქმით, შუახმელეთის იდეა მომდინარეობს თავად დედამიწისი კონტინენტებიდან. იგი ამტკიცებდა, რომ მესამე ეპოქის მოვლენებს ადგილი ჰქონდა მის დროებამდე 6.000 წლით ადრე,[1] მოგვიანებით მან ეს უარყო და ახსენა, რომ შუახმელეთი ფიზიკურად არ არსებობდა, იგი უფრო წარმოსახვის ერთი ეტაპი იყო.[2]

ისტორიული საფუძველი

გერმანულ ანტიკურ მითოლოგიაში ადამიანთა სამყარო ცნობილია რამდენიმე სახელით (Middenheim, Manaheim, Middengeard, Midgard) და განლაგებულია სამყაროს ცენტრში, ხოლო ბიფროსტი, ცისარტყელის ხიდი, გადაჭიმულია შუახმელეთიდან ასგარდამდე, ღმერთების ქვეყნამდე. შუახმელეთის მიღმა მკვდრების სამყარო მდებარეობს. მთელი სამყარო, ბევრის წარმოდგენით, შედგებოდა ცხრა ფიზიკურად არსებული მსოფლიოსგან, რომელიც გაერთიანებული იყო. მათი ზუსტი განლაგება უცნობი იყო. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, თანმიმდევრობა ასეთი იყო - ელფების (ალფჰეიმი), ჯუჯების მიწები (ნიდაველირი), ღმერთების (ასგარდი და ვანაჰეიმი), გიგანტების (იოტუნჰეიმი და მუსპელჰეიმი) მიწები. სხვა თეორიით, შვიდივე სამყარო ცაში, იგდრასილის ხის ტოტებში მდებარეობდა.

ეტიმოლოგია

სახელწოდება „შუახმელეთი“, რომელიც ასევე აღნიშნავს „შუა სამყაროს“, ტოლკინს არ ეკუთვნის. ასეთი ტერმინი ნახსენებია უილიამ შექსპირის შემოქმედებაში [3] - შუასაკუნოვანი ინგლისური სიტყვის middel-erde ვერსია, რომელიც წარმოიშვა კიდევ უფრო ძველი ფორმისგან middanġeard[4] ეს უკანასკნელი რამდენიმეჯერ გვხვდება ბეოვულფის ფურცლებზეც. იგივე სიტყვა ასევე გამოიყენება კედმონის მიერ, კედმონის ჰიმნში. შუა საუკუნოვანი ინგლისურის ხანაში middangeard იწერებოდა, როგორც middellærd, midden-erde ან middel-erde. middangeard-ის სწორი შესატყვისია შუა გავალანი და არა შუახმელეთი. მიუხედავად ამისა, middangeard ხშირად ითარგმნებოდა, როგორც შუახმელეთი და ტოლკინმა გამოიყენა ეს ვერსია.

წყაროები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. (წერილები, # 211)
  2. გეროლტი, დენის განაგრძეთ კითხვა... ინტერვიუBBC, 1971 [1]
  3. Shakespeare, William. The Merry Wives of Windsor, Act V, Scene 5.
  4. Bruce Mitchell and Fred C. Robinson, A Guide to Old English, Sixth ed., p. 360

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted